როგორ იცით, წარმატებული პირველი სეზონის შემდეგ, რაიან მერფი FX-ისთვის Feud-ის ახალ სეზონს ამზადებდა, რომელიც პრინცესა დაიანასა და პრინც ჩარლზის შესახებ უნდა ყოფილიყო.

ცნობილია ისიც, რომ დაიანას როლზე უკვე არჩეული იყო მსახიობი და ის არც მეტი, არც ნაკლები, ოსკარის ნომინანტი როზამუნდ პაიკი იყო.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, პირველ სეზონში, ორი მთავარი როლის შემსრულებელი ჯესიკა ლენგი და სიუზან სარანდონი მეორე სეზონშიც იქნებოდნენ.

"პრინცესა დაიანას ისტორია ძალიან საინტერესო და საიდუმლოებით მოცულია. ბევრი მასალა წავიკითხე, გავიცანი ხალხი ვინც მათი ამბების შესახებ იცოდა და მენდეთ, უამრავ საინტერესო და დღემდე გაუხმაურებელ დეტალს გაიგებთ სამეფო ოჯახისა და ხალხის გულების პრინცესაზე", - ამბობდა რაიან მერფი.

თუმცა, ახლახან ცნობილი გახდა, რომ FX-ის გადაწყვეტილებით, სერიალის მეორე სეზონის გადაღებები შეჩერდა და ნაკლებ სავარაუდოა, რომ ის დაიანასა და ჩარლზის ისტორიაზე ისევ იქნება.

არხის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ ლანგრაფმა თქვა, რომ ამ ეტაპზე მათ ამ ისტორიის გაშუქების მატერიალური უფლება არ აქვთ, რის გამოც შოუ დროებით შეჩერებულია.

სერიალის პირველი სეზონი, Feud: Bette and Joan, ჰოლივუდის ოქროს ხანის ლეგენდარული მსახიობების ცხოვრებასა და მათ დაძაბულ ურთიერთობებზე მოგვითხრობს. ყურადღების ეპიცენტრში კი ბეტ დევისისა (სუზან სარანდონი) და ჯოან კროუფორდის (ჯესიკა ლენგი) ურთიერთობაა.