საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპი, რომ ბიჭები ტექნიკურ დარგებში ბუნებრივად უფრო წარმატებულნი არიან, ვიდრე გოგონები. Nature-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ ეს მოსაზრება გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ადრეულ ასაკში ბავშვების მათემატიკურ უნარებში გენდერული განსხვავება არ არსებობს.

მეცნიერებმა კვლევაში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით მიღებული მონაცემები გამოიყენეს.

"ჩვენ დავაკვირდით მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას ტვინში მიმდინარე პროცესებს და აღმოვაჩინეთ, რომ ბიოლოგიური თვალთახედვიდან სქესისმიერი განსხვავება არ გვაქვს," - აცხადებს კვლევის ავტორი ალისა კერსი.

ახლახან გამოქვეყნდა კიდევ ერთი კვლევის შედეგები, რომელიც იმავეს მიუთითებს. მეორე ექსპერიმენტის ფარგლებში 500 ბავშვი შეისწავლეს, რომელთა ასაკი 6 თვიდან 8 წლამდე მერყეობდა. კვლევის მიმდინარეობის პროცესში ბავშვებს სხვადასხვა მათემატიკურ დავალებებს აძლევდნენ და აკვირდებოდნენ, თუ შეიმჩნეოდა მათ შორის სქესისმიერი განსხვავება. როგორც სავარაუდოა, ამ შემთხვევაშიც ბავშვთა შედეგებში არანაირი განსხვავება არ იყო.

შესაბამისად ის ფაქტი, რომ სამეცნიერო დარგებში მამრობითი სქესის წარმომადგენლები ჭარბობენ არა ბიოლოგიური, არამედ სოციალური და კულტურული გავლენითაა გამოწვეული.