ადიგენში ევროპული საქართველოს მაჟორიტარ დეპუტატს, ზურაბ შაინიძეს სცემეს. შაინიძის მტკიცებით, მას ქართული ოცნების მხარდამჭერები დაესხნენ თავს.

როგორ დეპუტატი რუსთავი 2-თან ყვება, დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც სტადიონზე დაპირისპირებული ახალგაზრდების გაშველება სცადა. ამის შემდეგ კი მასთან ხელკეტებითა და ჯოხებით შეიარაღებული ადამიანები მივიდნენ. შაინიძის თქმით, პოლიტიკური მოტივით მას და თავისი ოჯახის წევრებს ადრეც დაესხნენ თავს.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნტქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.