ალბათ დაგვეთანხმებით, რომ Windows-ის ერთ-ერთი ყველაზე გამაღიზიანებელი თვისება უდროო დროს განახლებების დაწყებაა. Microsoft-მა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად სხვადასხვა მიდგომა სცადა. ახლა განახლებების გადადებისთვის Snooze-ის გამოყენება ან მათი წინასწარ დაგეგმვა შეგიძლიათ, თუმცა, ეს მიდგომაც არაა იდეალური.

Microsoft-მა განაცხადა, რომ მათ ამ პრობლემის შესახებ იციან და მის აღმოსაფხვრელად აქტიურად მუშაობენ. "ჩვენ შევქმენით ახალი სისტემა, რომელიც განახლებების დაყენებამდე შეამოწმებს და დააკვირდება იმას, თუ რამდენად დაკავებულები ხართ კონკრეტულ მომენტში. ჩვენ ასევე ვეცდებით გამოვიცნოთ, რამდენ ხანს გრძელდება თქვენი ლანჩი და მოვასწრებთ თუ არა ამ პერიოდში ახალი განახლების დაყენებას," - აცხადებს Microsoft-ის წარმომადგენელი

ახალი სისტემა უკვე გამოიცადა და შედეგები საკმაოდ დამაიმედებელია.