პედრო ალმოდოვარი ახალ ფილმის, Dolor y Gloria (ტკივილი და გამარჯვება) გადაღებები დაიწყო.

ფილმში მთავარ როლებს პენელოპე კრუზი და ანტონიო ბანდერასი ასრულებენ. ინფორმაცია გადაღებების დაწყების შესახებ სწორედ პენელოპე კრუზმა ამცნო საზოგადოებას.

პენელოპესა და ანტონიოს გარდა ფილმში ვიხილავთ ხულიეტა სერანოსაც, რომელიც აქამდე პედროს რამდენიმე ფილმში უკვე თამაშობდა.

"უბედნიერესი ვარ, რომ პენელოპე და ხულიეტა იქნებიან ამ ფილმში, ორი მსახიობი, რომელსაც ვაღმერთებ", - ამბობს ალმოდოვარი.

ფილმის სიუჟეტი ამ ეტაპზე არ ხმაურდება, თუმცა რეჟისორი ამბობს, რომ ისტორია შთაგონებულია მისი ცხოვრების გარკვეული ეტაპებიდან.