პირი, რომელმაც საკუთარი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან, ნაგანის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ქუჩის მხარეს უმისამართოდ ისროლა და ერთი პირი მოკლა, დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შემთხვევა 2 ივლისს, ვარკეთილში მოხდა.

შსს-ს ცნობით, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი, 14 ვაზნა და ამავე იარაღიდან გასროლილი ტყვიის მასრა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 15 წლამდე.