მამუკა ბახტაძის ხედვა ბიზნესგარემოს განვითარებისთვის
ფოტო: ფინანსთა სამინისტრო
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის 2018-2020 წლის სამთავრობო გეგმაში რამდენიმე პუნქტი აქვს დათმობილი საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის სამომავლო რეფორმებს.
მაგალითად, ბახტაძის ინიციატივით, ქართული წარმოების ნატურალური რძე და რძის ნაწარმი ჩათვლის უფლებით სრულად გათავისუფლდება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ). ასევე, დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება ფარმაცევტული საწარმოს მიერ წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება. მსგავსი ინიციატივით კი სურს, რომ საქართველოში იმპორტული საქონლის უპირატესობა შეამცირონ.
ფინანსთა მინისტრობის დროს მამუკა ბახტაძე ბევრს საუბრობდა ჭარბვალიანობის შემცირებაზე. მაგალითად, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, 100 პროცენტიდან 50 პროცენტამდე მცირდება. ასევე, ლომბარდებს და ე.წ. კერძო მევახშეებს აეკრძალებათ უძრავი ქონების და ავტომობილების იპოთეკით დატვირთული სესხების გაცემას.
მინისტრობისას ბახტაძემ განაცხადა, რომ საბანკო სისტემაში მაღალპროცენტიანი სესხები აფერხებს მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებას. მისივე თქმით, საქართველოს საბანკო სისტემა არ უნდა იყო ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი და პირიქით, მამოძრავებელი მთავარი ძალა უნდა იყოს.
ბახტაძის ამ განცხადებას გამოეხმაურა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი მამუკა ხაზარაძე. ხაზარაძემ აღნიშნა, რომ რეგიონის ბანკებში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი საქართველოშია.
საბანკო სექტორის გაკრიტიკების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა პოზიცია შეიცვალა. ბახტაძემ განაცხადა, რომ ეკონიმიკის სამინისტრო საბანკო სექტორთან ერთად შეიმუშავებს "ისეთ თამაშის წესებს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას".
მამუკა ბახტაძის სამთავრობო გეგმის ფარგლებში შემდეგ რეფორმებს გაატარებს:
- საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული პალატების შექმნა იგეგმება. პალატები სპეციალიზირებული იქნება კომერციული და საგადასახადო საქმეების განხილვაზე;
- გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, სრულად ჩამოეწერებათ 2013 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანების თანხა;
- შეიქმნება სპეციალური საგადასახადო რეჟიმები;
- გაგრძელდება მუშაობა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის ცვლილებაზე;
- ფართოდ დაინერგება ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც ბიზნესსექტორს მისცემს საშუალებას ეფექტიანი მომსახურებით ისარგებლოს. ამავე დროს, უზრუნველყოფილი იქნება გადასახადებისგან თავის არიდების რისკების შემცირება;
- დაინერგება ავტომატური საგადასახადო ადმინისტრირების სისტემა და ერთიანი საგადასახადო დოკუმენტი;
- გაგრძელდება ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა;
- დაიხვეწება და გაუმჯობესდება არსებული ონლაინსერვისები. შესაძლებელი გახდება კომპანიის ელექტრონული დარეგისტრირება, არსებულ მონაცემებში ცვლილებების ელექტრონულად შეტანა;
- არარეზიდენტ პირებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოში კომპანიები ელექტრონულად დაარეგისტრირონ, ასევე, ქართულ ბანკებში გახსნან ანგარიშები და ისარგებლონ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმებით;
- მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ხელს შეუწყობს სწრაფი უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის დანერგვას;
- შემუშავდება მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტი;
- საჯარო და კერძო სექტორს შორის გაღრმავდება დიალოგი და თანამშრომლობა;
- კონკრეტული ბიზნესგარემოს ხელშეწყობისთვის სახელმწიფო ეტაპობრივად გამოვა ეკონომიკის იმ დარგებიდან, რომლებსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი აქვთ.
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები