მეტროპოლმა ლისზე ახალი, კერძო დასახლების მშენებლობა დაიწყო — გაიგეთ მეტი პროექტის შესახებ
ფოტო: მეტროპოლი
ბოლო წლებში გამოიკვეთა ტენდენცია — მყიდველებისა და ინვესტორების მზარდი ინტერესი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ გარეუბნებში ცხოვრების მიმართ. ამ მოთხოვნის ეპიცენტრში ლისის ტერიტორია აღმოჩნდა, რომელიც თანდათან დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მოთხოვნად საინვესტიციო მიმართულებად ყალიბდება.
ამ მაღალი პოტენციალის გარემოში, დეველოპერულმა კომპანია მეტროპოლმა ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს.
ლისი — თბილისის ეკოლოგიურად სუფთა უბანი მაღალი საინვესტიციო პოტენციალით
ლისის პოპულარობა რამდენიმე უპირატესობით აიხსნება. პირველ რიგში, ეს არის მისი სტრატეგიული მდებარეობა და ეკოლოგიური სარგებელი. ტერიტორია, რომელიც ზღვის დონიდან 615-730 მეტრზე მდებარეობს, განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამოირჩევა, რაც მისი მდიდარი ფლორითა და ფაუნით არის განპირობებული. დაახლოებით 100 წლის წინ აქ 1400-მდე სხვადასხვა სახეობის მცენარე დაირგო, რამაც ლისი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე გამწვანებულ ზონად აქცია.
ტერიტორიის მთავარი ღირსშესანიშნაობა ტბაა, რომლის გარშემოც მოწყობილია თანამედროვე ინფრასტრუქტურა: 3 კილომეტრიანი სასეირნო და ველობილიკები, სპორტული მოედნები და საბავშვო გასართობი სივრცეები. ეს მყიდველებს იშვიათ შესაძლებლობას აძლევს, იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებულ და მშვიდ გარემოში, ისე რომ არ დაკარგონ კავშირი ქალაქის აქტიურ რუტინასთან. განსაკუთრებით სასიამოვნოა ლისი ზაფხულში, როდესაც ქალაქის სიცხისგან გაქცევა და სანაპიროზე დასვენებაა შესაძლებელი.
ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ინვესტორებისთვის ბაზრის დინამიკაა. ინვესტორები ყოველთვის ეძებენ აქტიურ და მზარდ ბაზარს, ლისი კი სწორედ ასეთი ადგილია. ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური უბანია, სადაც მიწის ყიდვა-გაყიდვა ინტენსიურად მიმდინარეობს. ვინაიდან, მოთხოვნა დიდია, ხელმისაწვდომი ნაკვეთების რაოდენობა მცირდება. ამ ფონზე კი ქონების ღირებულების ზრდის პოტენციალიც მაღალია.
მეტროპოლ ლისი — ახალი სტანდარტი სუბურბანული ცხოვრებისთვის
მეტროპოლ ლისი დეველოპერული კომპანია მეტროპოლის პირველი პროექტია, რომელიც სრულად კერძო დასახლებას ითვალისწინებს. ის ლისის ტბის მიმდებარედ, 70,000 კვ.მ. ფართობზე შენდება. პროექტი 70-მდე ვილას აერთიანებს, ხოლო მიწის ყიდვა ლისზე 600-დან 1500 კვ.მ ფართობამდეა შესაძლებელი.
მეტროპოლ ლისი თანამედროვე ჭკვიანი დასახლებაა, რომელიც აღჭურვილია კომფორტისა და უსაფრთხოების მოწინავე ტექნოლოგიებით. ეს მოიცავს ჭკვიანი სახლის სისტემებს, სანომრე ნიშნების ამომცნობ ბარიერს, უსაფრთხოების კომპლექსურ სისტემებსა და ელექტრომობილების დამტენებს.
საერთო სარგებლობისთვის გამოყოფილია 3,600 კვ.მ ტერიტორია, სადაც მოეწყობა პარკები, მრავალფეროვანი სპორტული და საბავშვო მოედნები, ფანჩატურები, ველობილიკი და ღია კინოთეატრი. კომპლექსი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებიდან 450 მეტრში მდებარეობს და მარტივად უკავშირდება ქალაქს.
მეტროპოლ ლისი უნიკალურ შეთავაზებას აანონსებს: კომპანიის არქიტექტორებმა ექსკლუზიურად შეიმუშავეს ხუთი განსხვავებული სახლის პროექტი, რომელთაგან ერთ-ერთს მიწის მესაკუთრე თავად ირჩევს და საჩუქრად იღებს მას. სურვილის შემთხვევაში, მეტროპოლი დამატებითი სერვისის სახით, სახლის აშენებასაც დაიწყებს.
“ჩვენ ვხედავთ ბაზრის მკაფიო მოთხოვნას ხარისხიან, დაგეგმარებულ და ბუნებასთან ახლოს მდებარე საცხოვრებელზე. მეტროპოლ ლისი ჩვენი სტრატეგიული პასუხია ამ მოთხოვნაზე,“ – აცხადებს გიორგი მხეიძე, მეტროპოლის გენერალური დირექტორი, — „ჩვენ ვქმნით არა უბრალოდ დასახლებას, არამედ ერთიან, უსაფრთხო და ტექნოლოგიურად განვითარებულ კომფორტულ გარემოს, რომელიც ლისის უნიკალურ პოტენციალს სრულად გამოავლენს.“ — განაგრძობს ის.
კომპანიის გეგმის თანახმად, პროექტ მეტროპოლ ლისის დასრულება 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება. ამ დროისთვის მზად იქნება 70-მდე ვილა და მოეწყობა სრული ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობილი სარეკრეაციო სივრცეების ჩათვლით, რის შემდეგაც კომპლექსი მზად იქნება მცხოვრებლების მისაღებად.
მეტროპოლის შესახებ:
დეველოპერული კომპანია მეტროპოლი 2022 წელს დაფუძნდა და ოპერირებს თბილისსა და ბათუმში. კომპანიას ამჟამად ერთი დასრულებული და შვიდი მიმდინარე პროექტი აქვს. პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო მშენებლობების საერთო ფართი 545,000 კვ.მ-ზე მეტია და 3500-მდე ბინას მოიცავს.
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები