რუსეთი დიდი სქიზმით გვაშინებს - ვის მხარეს დაიჭერს საქართველოს ეკლესია?
ფოტო: TASS
ზუსტად იმ დროს, როცა უკრაინელმა მორწმუნეებმა მსოფლიო პატრიარქ ბართლომე პირველს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თხოვნა კიდევ ერთხელ გადასცეს, საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს, რუსეთის ეკლესიის "საგარეო მინისტრი" მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის "პრინციპულ პოზიციას" აცნობდა, რომ კონსტანტინოპოლის მხრიდან ასეთი დემარში "დიდ საეკლესიო განხეთქილებას" გამოიწვევს.
ეს შეხვედრები სტამბოლში, ფანარაში, კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში და თბილისში, საქართველოს საპატრიარქოში, 4 ივნისს, თითქმის ერთდროულად გაიმართა.
რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, რომ უკრაინის დამოუკიდებელი, ერთიანი, მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება არ დაუშვას. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს, თითქმის 40 მილიონიან მრევლთან ერთად, უკრაინის ტერიტორიაზე მრავალმილიარდიანი ქონების დათმობაც მოუწევს. ასეთი პრეცედენტი კი რუსეთის ეკლესიის წიაღში სეპარატისტულ საეკლესიო განწყობებს კიდევ უფრო წაახალისებს.
რუსეთის პატრიარქი კირილე სატელიტების მობილიზებას და მოკავშირეების ძებნას ქრისტიანული სამყაროს 15-ვე მართლმადიდებლურ ავტოკეფალურ ეკლესიებს შორის ახორციელებს. (სპეცვიზიტებით იქაც ილარიონი ჩავიდა) პარადოქსია, მაგრამ ერთ-ერთი, ვისი იმედიც მოსკოვში აქვთ საქართველოს ეკლესიაა.
რუსეთის სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებული აქვს და იქ ყოველივე ქართულს ანადგურებს, თუმცა რუსული ეკლესია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ფორმალურად, "კვლავაც" საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიებად მიიჩნევს. თეოლოგი ლევან აბაშიძე განმარტავს, თუ რატომ არის საქართველოს ეკლესია რთულ მდგომარეობაში:
"საქართველოს ეკლესია ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ არ აწყობს კანონიკური საზღვრების რადიკალური გადახედვა. თუ მსოფლიო პატრიარქმა, ანუ კონსტანტინოპოლის ეკლესიამ აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და ამ აღიარებას მხარი საქართველოს ეკლესიამაც დაუჭირა, მაშინ ბუნებრივია, რომ ჩვენ რუსეთის ეკლესიასთან ღრმა კონფლიქტში შევდივართ. საპასუხოდ, დიდი ალბათობით, მოსკოვის საპატრიარქომ შესაძლოა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების "ეკლესიების" "ავტონომია" თუ "ავტოკეფალია" სცნოს, სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ რთულ მდგომარეობაში".
კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი არაკანონიკური ეკლესიის პატრიარქი ფილარეტი რუსი სეპარატისტების წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინელ ჯარისკაცებს ლოცავს
ფოტო: VOA
უკრაინა რუსეთისგან სრული საეკლესიო დამოუკიდებლობისთვის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იბრძვის. კიევს ამის ისტორიული საფუძველი აქვს, 9-17 საუკენეებში კიევის სამიტროპოლიტო ავტონომიური საეკლესიო ერთეული იყო და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ემორჩილეობდა.
1686 წლიდან, კიევის სამიტროპოლიტო უკვე მოსკოვის საპატრიაქროს დაქვემდებარებაში გადავიდა, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირველი ამ ფაქტს დღემდე "საეკლესიო ანექსიად" მიიჩნევს.
უკრაინის სამღვდელოებას ავტონომიის აღდგენისა და ავტოკეფალიის მოთხოვნის რამდენიმე მცდელობა 1918-21 წლებში ჰქონდა, "უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია" სწორედ მაშინ დაარსდა, თუმცა არც რუსეთის და არც კონტანტინოპოლის ეკლესიამ ახალი უკრაინული ეკლესია არ აღიარა.
უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმინდეების განადგურება საბჭოთა უკრაინაში
საბჭოთა რეპრესიების პერიოდში (1920-40 წლები) "უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას" ტაძრები და ქონება ჩამოართვეს, მღვდლები დახვრიტეს, გადარჩენილები კი იძულებით ემიგრაციაში წავიდნენ, ჯერ პოლონეთში, იქედან აშშ-სა და კანადაში. შესაბამისად, "ათეისტურ" 1940-90 წლებში, უკრაინელთა სულიერებაზე უკვე რუსული ეგზარქატი, შემდგომში "მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია" ზრუნავდა.
უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად, 1992 წელს, "მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის" წინამძღოლმა მიტროპოლიტმა ფილარეტმა "კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია" ჩამოაყალიბა, თუმცა მოსკოვის საპატრიარქომ ავტოკაფელიის მინიჭებაზე ისევ კატეგორიული უარი თქვა. ახალი ეკლესია არც კონსტანტინოპოლმა სცნო.
რუსეთის პატრიარქი კირილე და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ონოფრე
ფოტო: VOA
დღეისათვის, უკრაინის ტერიტორიაზე სამი ეკლესია თანაარსებობს: არაკანონიკური "კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია", რომელსაც არავინ ცნობს; 1990 წელს, ემიგრაციიდან დაბრუნებული "უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია", რომელიც კონსტანტინოპოლს ემორჩილება და "მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია", ფაქტობრივად, რუსეთის "მეხუთე კოლონა" უკრაინის ტერიტორიაზე.
"კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის" ფუძემდებელი 88 წლის პატრიარქი ფილარეტი ამბობს, რომ უკრაინის ერთიანი ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხში საქართველოს ეკლესიის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია:
"საქართველოს ეკლესიისგან ჩვენ ველით, რომ ის კანონიკურ ლოცვით-ევქარისტულ კავშირში შემოვა უკრაინის ეკლესიასთან, რომელიც მსოფლიო პატრიარქისგან ავტოკეფალიის ტომოსს აუცილებლად მიიღებს. ეს ჩვენი დიდი სურვილია, მაგრამ, კარგად მესმის, რომ გადაწყვეტილება პატრიარქ ილია მეორეზეა დამოკიდებული".
უკრაინაში საეკლესიო დამოუკიდებლობის საკითხი 2018 წლის აპრილში გააქტიურდა, როცა პრეზიდენტმა პოროშენკომ მსოფლიო პატრიარქს ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭებისა და უკრაინის ეკლესიის გაერთიანებაში მხარდაჭერა ოფიციალურად სთხოვა.
პოროშენკო მსოფლიო პატრიარქს სტამბოლში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს რეზიდენციაში ეწვია. სანამ ბართლომე პირველი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდებოდა, მას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დაურეკა და "ქრისტიანული სამყაროს ერთიანობის" მნიშვნელობაზე ესაუბრა.
8 მაისს, უკრაინელებს ერთიანი, დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის შექმნისკენ სამმა ყოფილმა პრეზიდენტმა კრავჩუკმა, კუჩმამ და იუშენკომაც მოუწოდეს. მოგვიანებით, მსოფლიო პატრიარქს უკრაინის რადამაც მიმართა.
საეკლესიო და საერო დიპლომატიური ნაბიჯების შემდეგ, უკრაინაში მოლოდინი გაჩნდა, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიის სინოდი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე 30 მაისს იმსჯელებდა, თუმცა ასე არ მოხდა.
4 ივნისს, ესპანეთში ვიზიტად მყოფმა პრეზიდენტმა პოროშენკომ ბრძანა, რომ იგი ლოცულობს და ავტოკეფალიის ტომოსის მიღებას კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1030 წლისთავზე, 28 ივლისს ელის. რამდენად რეალუარია ეს მოლოდინი ზუსტად არავინ იცის.
არის თუ არა აუცილებელი საერთო-საეკლესიო თანხმობა ახალი ავტოკეფალური ეკლესიის დაბადებისა და მისი ახალი კანონიკური საზღვრების განსაზღვრისთვის? ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე ქრისტიანულ სამყაროში ერთიანი აზრი არ არსებობს.
მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა - ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი მიიჩნევს, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი ქრისტიანული ავტოკეფალური ეკლესიების დიფტიქში უფლებას აძლევს ერთპიროვნულად გამოსცეს ავტოკეფალიის ტომოსი, საკუთარი ხელმოწერით- "განჩინებულია".
ამას კატორიულად ეწინააღმდეგება მოსკოვის საპატრიარქო, რომლის აზრით კანონიკური საზღვრების გადასინჯვა მხოლოდ დედა-ეკლესიის და სხვა ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიების თანხმობით უნდა იყოს შესაძლებელი. თუმცა, რუსებს არ სურთ აღიარონ რომ 1686 წლამდე, უკრაინის დედა ეკლესია სწორედ კონსტანტინოპოლი იყო.
რუსეთის ეკლესია უკრაინის დაკარგვას 1054 წლის დიდ სქიზმას ადარებს და ქრისტიანულ სამყაროს ახალი დიდი განხეთქილებით აშინებს. ეს გასაგებიცაა-რუსეთი ნამდვილად ძალიან ბევრს კარგავს.
მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ტერიტორიაზე 40 მილიონიანი მრევლის გარდა, სამი ლავრა (მათ შორის კიევ-პეჩერის ლავრის ნაწილი), 168 მონასტერი და 13 348 ტაძარი ეკუთვნის. შედარებისთვის, რუსეთის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს განმგებლობაში 2 ლავრა, 499 მონასტერი და 18042 ტაძარია. რუსული მართლმადიდებლობისთვის უკრაინაში მარცხი "მესამე რომის" დაცემის ტოლფასია.
ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები დიფტიქის მიხედვით:
კონსტანტინოპოლი, 2 ალექსანდრია, 3, ანტიოქია, 4 იერუსალიმი, 5. რუსეთი, 6. საქართველო, 7. სერბეთი, 8. რუმინეთი, 9. ბულგარეთი, 10. კვიპროსი, 11. ელადა, 12. ალბანეთი, 13. პოლონეთი, 14. ჩეხეთი-სლოვაკეთი, 15. აშშ.
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე "მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
"როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა "როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა
-
ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება
გადახედვა
-
რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს
გადახედვა
-
გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება
-
დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილი: დაელოდე შალვა, დიდხანს მოგიწევს დალოდება, რომ ALDE გაემიჯნოს რომელიმე დემოკრატიულ პარტიას, "ლელო" იქნება ეს, თუ სხვა სალომე სამადაშვილი: დაელოდე შალვა, დიდხანს მოგიწევს დალოდება, რომ ALDE გაემიჯნოს რომელიმე დემოკრატიულ პარტიას, "ლელო" იქნება ეს, თუ სხვა
გადახედვა
-
ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ
-
შსს აცხადებს, რომ რიყის დოქებთან ენმ-ის აქცია "თბილისობა 2026"-ის მზადებას ხელს შეუშლის შსს აცხადებს, რომ რიყის დოქებთან ენმ-ის აქცია "თბილისობა 2026"-ის მზადებას ხელს შეუშლის
გადახედვა







კომენტარები