გერმანიის მთავრობა რუსეთს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრება, თუ ის ცეცხლს დღის ბოლომდე არ შეწყვეტს
გერმანიის მთავრობის განცხადებით, თუ რუსეთი 12 მაისის დღის ბოლომდე არ დაიწყებს უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას, ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მოსამზადებელ პროცესს დაიწყებენ.
"დრო გადის. დღის ბოლომდე კიდევ 12 საათია დარჩენილი და თუ ცეცხლის შეწყვეტა ძალაში არ შევა, ევროპული მხარე სანქციების მომზადებას დაიწყებს," — განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.
10 მაისს, კიევში ჩავიდნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები, რომლებმაც განაცხადეს, რომ რუსეთმა 12 მაისიდან ცეცხლი უნდა შეწყვიტოს, რათა უზრუნველყოს სამშვიდობო პროცესის დაწყება. მათი განცხადებით, თუ რუსეთი ამ წინადადებას არ მიიღებს, მის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებენ და განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ პოზიციას ეთანხმებოდა.
"ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, რათა დიპლომატიისთვის სივრცე შეიქმნას. ამ პერიოდში დიპლომატიური ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული მშვიდობის უსაფრთხოების, პოლიტიკური და ჰუმანიტარული საფუძვლების შემუშავებაზე.
თუ რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, უნდა დაწესდეს მკაცრი სანქციები მისი საბანკო და ენერგეტიკული სექტორების წინააღმდეგ, მათ შორის, წიაღისეულ საწვავზე, ნავთობსა და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტზე.
ისინი შეთანხმდნენ, რომ დაამტკიცებენ ევროკავშირის მეთხუთმეტე სანქციების პაკეტს, რომელიც თანხვედრაში იქნება გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიისა და აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებთან," — ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტას ორშაბათიდან ელის და პირადად დაელოდება რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს სტამბოლში 15 მაისს.
საპასუხოდ, პუტინმა განცხადება გააკეთა, რომელშიც უკრაინა დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინა შეთანხმებების დარღვევაში და არსებითად უარყო 30-დღიანი ზავის შეთანხმების მოთხოვნა. სამაგიეროდ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზადაა კიევთან "პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის" ხუთშაბათს, 15 მაისს, სტამბოლში.
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
კომენტარები