გიორგი შინჯიკაშვილის მამამ "ტვ პირველის" ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს მობილური ტელეფონი წაართვა და ხელი გაარტყა
ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილმა განაცხადა, რომ ქვემო ქართლის გადამდგარი ვიცეგუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ მას ინტერვიუს შემდეგ ტელეფონი წაართვა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა.
ჟურნალისტის განცხადებით, ის და ტვ პირველის ოპერატორი გიორგი შინჯიკაშვილის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდა და გადამდგარი ვიცეგუბერნატორის თანამდებობიდან წასვლის შესახებ შეკითხვებს შინჯიკაშვილის მამას უსვამდნენ. ინტერვიუს დასრულების შემდეგ შინჯიკაშვილის მამა მოულოდნელად აგრესიული გახდა და ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტზე და ოპერატორზე.
"ვიმყოფებოდით გიორგი შინჯიკაშვილის საცხოვრებელ სახლში. მას შემდეგ მოვედით აქ, რაც ვიცეგუბერნატორმა სოციალურ
ქსელში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ტოვებდა თანამდებობას.
ბუნებრივია, მასთან არსებობდა კითხვები და სწორედ ამ კითხვების დასასმელად მოვედით მის საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდნენ გიორგი შინჯიკაშვილის ოჯახის წევრები. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია მის მამასთან, ჩავწერეთ ინტერვიუ და მამამ თქვა, რომ რამდენიმე წამის წინ გაიგო ეს ინფორმაცია, რომ მისმა შვილმა დატოვა თანამდებობა.
როდესაც ჩვენ ვტოვებდით მიმდებარე ტერიტორიას და ვიღებდით მასალას, გიორგი შინჯიკაშვილის მამა მოულოდნელად გახდა აგრესიული ჩემი და ჩემი ოპერატორის მიმართ.
ის გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე — თავდაპირველად ჩემს ოპერატორს წაართვა ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა, კამერა, რომლითაც ვიღებდით, ვწერდით ამ ინტერვიუს. ამის შემდეგ, როდესაც დამინახა, რომ ოპერატორის გვერდით ვიდექი და ხელში მეჭირა ჩემი კუთვნილი მობილური, ეს მობილურიც გამომართვა და გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ხელიც კი გამარტყა გიორგი შინჯიკაშვილის მამამ,” — ამბობს ჟურნალისტი.
ტვ პირველის ინფორმაციით, ჟურნალისტმა მომხდარიდან მალევე გამოიძახა პოლიცია, მაგრამ სამართალდამცავები ადგილზე კვლავ არ მისულან.
შეგახსენებთ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. გასულ წელს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ ზვიად ხარაზიშვილსა ("ხარებასა") და გიორგი შინჯიკაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მძიმე დაზიანებები მიიღო "ხარებას" მოადგილემ.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
-
"არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გადახედვა
-
მომიტინგეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — ეუთოში კვლევა წარადგინეს მომიტინგეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — ეუთოში კვლევა წარადგინეს
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში
-
მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის
გადახედვა
-
ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის
გადახედვა
-
ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე
-
7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება 7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
-
რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები? რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
-
"მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს "მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა
გადახედვა
-
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა
გადახედვა
-
კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება? კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება?
კომენტარები