LIVE: ძლიერმა წვიმამ რუსთავში პრობლემები შექმნა - დატბორილია სახლები, ქუჩები, კომერციული ობიექტები

ფოტო: On.ge / დიმიტრი სანაია
რუსთავში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები, კომერციული ობიექტები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.
ძლიერი წვიმის გამო ცენტრალურ და შიდა კვარტალურ გზებზე ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს. დატბორილია ე.წ სტამბულის ბაზარის ტერიტორია.
ძლიერი წვიმა რუთავში დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო და ამ დრომდე წვიმს.
როგორც Info Rustavi იუწყება წვიმამ იაღლუჯის მთიდან ქვა-ღორღი ჩამოიტანა, რის გამოც სანიაღვრე არხები მოჭარბებულ წყალს ვეღარ ატარებს.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საავტომობილო მოძრაობაც შეფერხებულია და მანქანით გადაადგილება შეუძლებელია.
On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ რუსთავში გამოძახებებია და მიმდინარეობს ამოტუმბვის სამუშაოები.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები