გაინტერესებთ, რა აკავშირებთ ერთმანეთთან taxify-სა და mara.ge-ს? გარდა იმისა, რომ ამ ორ პროექტს საერთო სულისჩამდგმელები ჰყავს, მათ მიზნებიც საერთო აქვთ: დახვეწილი სერვისის დახმარებით, ცხოვრება გაუმარტივონ მომხმარებლებს.

mara.ge 2017 წელს გაეშვა და მასზე მომუშავე გუნდის წევრებს ყველანაირი მიზეზის მოსმენა მოუწიათ, თუ რატო არ იმუშავებდა ეს სერვისი. დაწყებული ისეთი სახალისო ფრაზით, როგორიცაა: “მაგას სჯობს, მეზობლის ბავშვი გააგზავნო მაღაზიაში”, დამთავრებული იმით, რომ “საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს მასიური და ეფექტიანი მიწოდების სერვისის გასამართად”, თუმცა, რაც უფრო იზრდებოდა დაბრკოლებების რიცხვი და მათი სირთულე, მით უფრო ღვივდებოდა ახალშექმნილი კომპანიის მოტივაციაც ამ პრობლემების მოსაგვარებლად. კომპლექსური პრობლემების მოგვარება და მომხმარებლებზე ზრუნვა ახალშექმნილი პროექტის მთავარ გამოწვევად იქცა.

"გვჯერა, რომ ხარისხზე ორიენტირებული მომსახურება საშუალებას მისცემს ჩვენს მომხმარებლებს დაზოგონ ენერგია და შეიმცირონ ყოველდღიური საყიდლების აუცილებლობით გამოწვეული სტრესი. საბოლოო ჯამში კი, იმედი გვაქვს ჩვენი სერვისი თავის პატარა წვლილს შეიტანს საქართველოს საცხოვრებლად უფრო კომფორტულ ქვეყანად გადაქცევაში. mara.ge ახლა ზუსტად იგივე გზას გადის, რაც ტაქსიფაიმ რამდენიმე წლის წინ გაიარა. ის ფაქტი, რომ ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი უკან ბრუნდება და კვლავ უკვეთავს პროდუქციას ჩვენთან დიდ იმედს გვაძლევს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და მოტივაციას იმისთვის რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მომსახურება", - აცხადებს mara.ge-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბესო პაპიაშვილი.

ასე რომ, შემდეგში, როდესაც დაგჭირდებათ საწმენდი საშუალებები, პირადი ჰიგიენის თუ ბავშვის საფენები დააბუქმარქეთ ეს გვერდი და ისიამოვნეთ შოპინგის ყველაზე მოსახერხებელი სერვისით სახლიდან გაუსვლელად. უბრალოდ მოძებნეთ სასურველი პროდუქცია საიტზე, შეუკვეთეთ ონლაინ და მიიღეთ შეკვეთა სასურველ მისამართზე მომდევნო დღეს.