პარტნიორის კონტენტი

უნდა ვიყიდო სამოგზაურო დაზღვევა, თუ ვიზისთვის არ ითხოვენ?

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება
სტატიას წარმოგიდგენთ

სამოგზაურო დაზღვევა ბევრისთვის რიგითი დოკუმენტია ვიზის საბუთებში. თუმცა, რა ხდება მაშინ, თუ მოგზაურობისას ვიზა არ გვჭირდება? ან, აშშ-ს მსგავსად, საკონსულო არ ითხოვს დაზღვევას?

რა არის სამოგზაურო დაზღვევა?

სამოგზაურო დაზღვევა ქვეყნის დატოვების შემდეგ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ყველა ხარჯს გინაზღაურებთ.

ბევრისთვის, სამოგზაურო დაზღვევა ასოცირდება მხოლოდ სავიზო აპლიკაციისთვის სავალდებულო საბუთად. შესაბამისად, მისი შეძენის დროს, არც კი ინტერესდებიან, რეალურად რა სახის ბენეფიტებით შეუძლიათ ისარგებლონ.

ყოველთვის საჭიროა მისი შეძენა?

არსებობს ქვეყნები, რომლის საკონსულოებიც აუცილებლად ითხოვენ სამოგზაურო დაზღვევას სავიზო განაცხადის შევსებისას. ბევრი მათგანი, საზღვარზეც კი ამოწმებს, ხართ თუ არა დაზღვეული.

ზოგ ქვეყანას ასეთი მოთხოვნა არ აქვს. მაგალითად, აშშ-ს ვიზის მისაღებად მხოლოდ იღბალია საჭირო. სამოგზაურო დაზღვევას არ ითხოვენ.

ასევე, დაზღვევა არ მოითხოვება იმ ქვეყნების უმეტესობაში შესვლისას, ვისთანაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გვაქვს, მაგალითად, თურქეთში ან სომხეთში.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენი რჩევაა, რომ სამოგზაურო დაზღვევა აუცილებლად, ყოველთვის შეიძინოთ, მიუხედავად იმისა, ოფიციალურად ითხოვს თუ არა ამას მასპინძელი ქვეყანა.

თუ არ მთხოვენ, რატომ შევიძინო?

სამოგზაურო დაზღვევის პოლისი პირველ რიგში თქვენი დაცულობისთვისაა საჭირო. სწორედ თქვენთვის ითხოვენ საკონსულოები დაზღვევას, მათ რამე სხვა ინტერესი არ გააჩნიათ. თან, ეს სერვისი დაუჯერებლად იაფია.

მოგზაურობის წინ, ცუდზე არავინ ფიქრობს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. შვებულებაში გასართობად წასულს, ან საქმიანი ვიზიტის დროს, თუ რამე სახის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება დაგჭირდებათ, სამოგზაურო დაზღვევის პოლისი ფინანსური რისკებისგან დაგიცავთ. მარტივად რომ ვთქვათ, უპატრონოდ არ დარჩებით.

რომელ ქვეყნებს ფარავს პოლისი?

პოლისის შეძენისას თქვენ თავად წყვეტთ, რა სახის პაკეტი გნებავთ. იქნება ეს მსოფლიოს მასშტაბით დაფარვა თუ კონკრეტულ ქვეყანაზე. ფასი ორივეს შემთხვევაში ერთია, ამიტომ, როგორც იმედი L-ის ექსპერტებმა გვითხრეს, მომხმარებლების 99 პროცენტი მსოფლიო მასშტაბის დაფარვას ირჩევს.

რა სახის სამედიცინო მომსახურება დამიფინანსდება?

ფინანსდება გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება - ამბულატორია ნიშნავს მცირე ჩარევებს, როგორიც სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათამდე დაყოვნებას საჭიროებს.

ფინანსდება გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურებაც, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის 24 საათზე მეტი ხნით დაყოვნებას გულისხმობს.

ამტკივდა კბილი, სტომატოლოგის მომსახურებასაც დამიფინანსებენ?

კი. სამოგზაურო დაზღვევა ფარავს გადაუდებელ სტომატოლოგიურ მომსახურებასაც, რაც გულისხმობს კბილის გაყუჩებას, სტაბილურ მდგომარეობამდე მიყვანას ან ამოღებას.

თუმცა, თერაპიული ჩარევა, მაგალითად, დაბჟენვა და სხვა მკურნალობა ამ პოლისით არ იფარება. ასე რომ, უცხოეთში მაინც მოწესრიგებული კბილებით ჯობს წასვლა.

ვიყიდე პოლისი, ვარ უცხოეთში, მჭირდება დახმარება. რა ვქნა?

ეს ზუსტად ის სიტუაციაა, როგორშიც უმრავლესობა არ მოვხვედრილვართ და, შესაბამისად, არც ვიცით, ასეთ დროს რა ხდება.

სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ ასისტანს-კომპანიას, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. კომპანიის ნომრის პოვნა დაზღვევის პოლისზე ან იმედი L-ის ვებსაიტზე შეგიძლიათ. ეს ნომერი ერთია ყველა ქვეყნისთვის — დარეკავთ და ოპერატორი თავად გაარკვევს ყველაფერს.

დარეკვის შემდეგ, ოპერატორს უნდა უთხრათ, რომელ ქვეყანასა და ქალაქში ხართ, რის შემდეგაც, კომპანია დაიწყებს შემთხვევის დარეგულირებას.

თუ სასწრაფო დახმარების მანქანაა საჭირო, კომპანია გამოიძახებს მას და თქვენ გადაგიყვანენ კლინიკაში. თუ უბრალოდ კბილი აგტკივდათ ან რამე სხვა სახის პრობლემა გაქვთ, ოპერატორი თავად გაგიწევთ კონსულტაციას და გადაგამისამართებთ შესაბამის დაწესებულებაში.

რა არის ასისტანს-კომპანია და რატომ უნდა დავუკავშირდე მას?

შეუძლებელია, ერთ სადაზღვევო კომპანიას მსოფლიოს ყველა ქვეყნის კლინიკებთან ჰქონდეს ურთიერთობა. ამიტომ, არსებობენ ასისტანს-კომპანიები, რომლებიც თქვენს სადაზღვევოს ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებთან აკავშირებენ.

ასისტანს-კომპანია არის შუამავალი, რომელიც დაზღვეულსა და სამედიცინო დაწესებულებას ურთიერთობას არეგულირებს. ეხმარება კლიენტს შესაბამისი მომსახურების დროულად და სწორად მიღებაში, აგვარებს ყველა სახის ფინანსურ და საბუთებთან დაკავშირებულ საკითხებს.

ასისტანს-კომპანიებს მსოფლიოს მასშტაბით ჰყავთ თავიანთი პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებები. არსებობს ერთიანი ქსელი, რომელიც აადვილებს დაზღვეულისთვის შესაბამისი მომსახურების დროულად გაწევას.

იმედი L ერთადერთია საქართველოში, რომელსაც ერთის ნაცვლად ორი ასისტანს-კომპანია ემსახურება - ევროპა ასისტანსი და ეიპრილ ასისტანსი. მათი პარტნიორები მსოფლიოს ქვეყნების 98%-ს ფარავენ, ანუ იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევით, თითქმის ყველა ქვეყანაში დროულად და შეუფერხებლად გაგეწევათ საჭირო სამედიცინო კონსულტაცია და დახმარება.

უბრალოდ სასწრაფოში რომ დავრეკო, ასისტანსის გარეშე?

კი, ასეც შეგიძლიათ, თუმცა ამ შემთხვევაში, სამედიცინო ხარჯის დაფარვა თავად მოგიწევთ, სადაზღვევო კი ამ თანხას საქართველოში დაბრუნების შემდეგ აგინაზღაურებთ.

ასე რომ, თუ არის ამის დრო და შესაძლებლობა, ყოველთვის ჯობს, მიმართოთ ასისტანსს, რომელიც გადაგამისამართებთ პროვაიდერ დაწესებულებაში, სადაც თანხის გადახდა არ დაგჭირდებათ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად მოგიწევთ თანხის გადახდა და ყველა საჭირო საბუთის შეგროვება, დაბრუნებისას მის ასანაზღაურებლად.

მიუხედავად ამისა, ასეთ დროს, აუცილებლად უთხარით კლინიკის პერსონალს, რომ თქვენ გაქვთ სამოგზაურო დაზღვევა, მაგრამ ვერ მოახერხეთ ასისტანსში დარეკვა. არსებობს შანსი, რომ მათ თავად დაარეგულირონ შემთხვევა და ადგილზე თანხის გადახდა აღარ დაგჭირდეთ.

თუ ავარიაში მოვყევი და კლინიკაში ადგილზე მოსულმა სასწრაფომ გადამიყვანა, მაშინ რა მოხდება?

როგორც წესი, უბედური შემთხვევის დროს, როდესაც დაშავებული უგონოდაა, პოლიცია მის საბუთებს ამოწმებს და სამოგზაურო დაზღვევის პოვნის შემთხვევაში, აუცილებლად გადასცემს კლინიკას. ამიტომ, მოგზაურობისას სამოგზაურო დაზღვევის თან ტარება, კარგი იდეაა.

როგორც იმედი L-ში გვითხრეს, მსგავსი ფორს-მაჟორის შემთხვევაში, კლიენტი ან მისი მეგობარი პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანიას. ამის შემდეგ, კომპანიის ანალიტიკოსები განიხილავენ შემთხვევას და ინდივიდუალურად მოახდენენ შესაბამის რეაგირებას.

მივფრინავდი ერთ ქვეყანაში, მაგრამ აღმოვჩნდი მეორეში. აქაც მოქმედებს ჩემი დაზღვევა?

დიახ, თუ გლობალური სამოგზაურო დაზღვევა გაქვთ, ასეთ (უცნაურ) შემთხვევაშიც დაზღვეული ხართ.

ამიტომ, ყოველთვის სჯობს, გლობალური შეიძინოთ. მითუმეტეს, რომ ფასში განსხვავება არ არის.

თუ მივდივარ ისეთ ქვეყანაში, სადაც ასისტანს კომპანიები არ არიან, მაშინ რა ხდება?

იმედი L-ის პარტნიორი კომპანიები მსოფლიოს 98 პროცენტს ფარავენ. ხოლო თუ დარჩენილ 2 პროცენტში გადაწყვიტეთ მოგზაურობა და ცუდად გახდომა, მაშინ თავად მოგიწევთ სამედიცინო ხარჯების დაფარვა ადგილზე, თანხა კი საქართველოში დაბრუნებისას აგინაზღაურდებათ.

რამდენ ხანში მინაზღაურდება თანხა?

როგორც იმედი L-ში გვითხრეს, თანხის ანაზღაურებას ათი დღე სჭირდება. თუმცა, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, ეს დრო შეიძლება გაიზარდოს. კონტრაქტის მიხედვით, კომპანიას პასუხის დასაბრუნებლად 30 დღიანი ვადა აქვს. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, ყველაფერი ათ დღეში სრულდება.

ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება საჭირო, თუ ასისტანს-კომპანიას არ გამოიყენებთ, "დაუკითხავად" მიადგებით რომელიმე კლინიკას და თავად გადაიხდით მომსაუხრების ღირებულებას. ხოლო თუ დაუკავშირდებით ასისტანსს, მაშინ არაფრის გადახდა არ დაგჭირდებათ და კლინიკასთან ანგარიშსწორება თქვენ აღარ შეგეხებათ.

თანხის რა ლიმიტებია სამოგზაურო დაზღვევის პოლისებში?

იმედი L-ს აქვს 50 ათას დოლარიანი, 50 ათას ევროიანი და 60 ათას ევროიანი პოლისები. ეს ლიმიტი ნიშნავს, რომ შეძენილი პოლისით, მაქსიმუმ ამ ოდენობის სამედიცინო ხარჯი დაიფარება.

€60 000-იანი პოლისი უფრანშიზოა. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს მინიმალური გადასახდელი და დახარჯული თანხა მთლიანად ანაზღაუდება. მაგალითად, 50-ათასიანი ლიმიტის მქონე პოლისებში ფრანშიზის მოცულობა შეადგენს $80/€80-ს, ანუ ასანაზღაურებელ თანხას გამოაკლდება აღნიშნული რაოდენობა და კომპანია დარჩენილ საფასურს გადაიხდის. მაგრამ €60 000-იანი პოლისით ხარჯი სრულად გინაზღაურდებათ.

რამე არის, რაც არ შედის დაზღვევის ხარჯებში?

დიახ, გამონაკლისებში შედის:

  • მედიკამენტები — თუმცა, არა ის, რაც გადაუდებელი მკურნალობისთვის არის საჭირო, არამედ პოსტ-ფაქტუმ, მკურნალობისთვის დანიშნული მედიკამენტები.
  • გეგმიური სამედიცინო ხარჯები — ანუ, მოგზაურობისას თუ გადაწყვეტთ ცხვირის ოპერაციის გაკეთებას, სამშობლოში დაბრუნებამდე მოცდა მოგიწევთ.
  • აქსესუარები — მაგალითად, სათვალის ან ლინზების დაზიანება/დაკარგვა თქვენი პირადი ხარჯია.
  • ვირუსული და ინფექციური დაავადებების მკურნალობა — ჰეპატიტი, შიდსი და ა.შ.
  • ონკოლოგიური მომსახურება.
  • ნარკოტიკებთან, ალკოჰოლთან ან ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან დაკავშირებული გართულებები.

სამოგზაურო დაზღვევა მხოლოდ ტურისტებისთვისაა?

სამოგზაურო დაზღვევით სარგებლობა ნებისმიერი ტიპის ვიზის ან ნებისმიერი მიზნით მოგზაურობისას შეგიძლიათ.

მაგალითად, უცხოეთში სასწავლებლად წასვლის შემთხვევაში, თუ თქვენი სკოლა არ უზრუნველყოფს სამედიცინო დაზღვევას, აუცილებლად შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა.

ორსულებზე გაიცემა სამოგზაურო დაზღვევა?

ორსულებზე გაიცემა მხოლოდ ჩვეულებრივი დაზღვევა, რომელიც გადაუდებელ ამბულატორიულ ან ჰოსპიტალურ სამედიცინო მომსახურებას ფარავს.

ორსულობისას მოგზაურობა განსაკუთრებით სარისკოდ ითვლება. ამიტომ, სამოგზაურო დაზღვევა ორსულობასთან დაკავშირებულ ხარჯებს არ ანაზღაურებს, იქნება ეს მშობიარობა, რაიმე სახის გართულება თუ სხვა.

ჯანმრთელობის გარდა, რას აზღვევს სამოგზაურო პოლისი?

ცოტამ თუ იცის, რომ მოგზაურობამდე, ჯანმრთელობის გარდა, ბარგის ან გადადებული რეისის დაზღვევაც შეგიძლიათ.

აი, როგორ:

ბარგის დაკარგვის დაზღვევა

თუ ბარგი დაკარგეთ და ავიაკომპანიამ ამის ცნობა გასცა, იქნება ეს ელექტრონული თუ ფიზიკური ასლი, მაშინ დაზღვევა ყოველ კილოგრამზე $20/€20-ს აგინაზღაურებთ. მაქსიმუალური წონა 28 კილოგრამია.

ანაზღაურება წონის მიხედვით ხდება, შიგთავსის მიუხედავად. ასერომ, თუ ავიაკომპანია 10 კილოგრამ ქართულ მიწას დაგიკარგავთ, იმედი L 200 დოლარს ან ევროს გადაგიხდით საკომპენსაციოდ, პაკეტის მიხედვით.

ბარგის დაგვიანების დაზღვევა

ხშირად, ბარგი არ იკარგება, ტრანზიტისას არასწორ კონტეინერში მოხვდება და უბრალოდ აგვიანებს. თუ ბარგმა 8 საათით ან უფრო მეტით დაიგვიანა, იმედი L სიმბოლურად $150/€150-ს გადაგიხდით, რომ პირველადი მოხმარების ნივთების ყიდვა შეძლოთ.

დასაბრუნებელი რეისის გადადება

თუ უკან გამოსაფრენი რეისი ავიაკომპანიის, ამინდის ან თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გადაიდო, იმედი L სასტუმროში სამი ღამით გაჩერების თანხას (ღამეში $70-ის ოდენობით) აგინაზღაურებთ, რათა კრაკოზიელი ვიქტორის მსგავსად, აეროპორტის ტერმინალში არ მოგიწიოთ ცხოვრება.

კარგი, დამარწმუნეთ. სად ვიყიდო დაზღვევა?

იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევის შეძენა შეგიძლიათ სერვის ცენტრებში (იხილეთ მისამართები), ასევე, პარტნიორ ტურისტულ კომპანიებში და ძალიან მალე — ინტერნეტითაც, სახლიდან გაუსვლელად.

თუ დაზღვევას ონლაინ შეიძენთ, მაგრამ საკონსულოში წარსადგენად შესაბამისი საბუთი დაგჭიდებათ, ამ დოკუმენტს იმედი L-ის კურიერი სახლში მოგართმევთ.

და რა ღირს ეს სიამოვნება?

ჯანმრთელობის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე იაფი პროდუქტია. მისი ფასი დღეში სულ რაღაც 1 ლარი და 20 თეთრია, 18 წელს გადაცილებული პირებისთვის. ანუ, 10-დღიანი დაზღვევა, 50 ათას დოლარიანი ლიმიტით, მხოლოდ 12 ლარი ჯდება.

ასეთი დაბალი ფასის გამო, ყოველთვის ჯობს, არ დაზოგოთ დაზღვევაზე და იყიდოთ ყველაზე მაღალი პოლისი — 60 ათას ევროიანი, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, უფრანშიზოა და დღეში მხოლოდ 1 ლარი და 60 თეთრი ღირს.

რა პერიოდით შემიძლია სამოგზაურო დაზღვევის აღება?

სამოგზაურო დაზღვევას იღებთ იმდენი დღით, რამდენითაც გჭირდებათ. ამას შეძენისას თავად უთითებთ.

პოლისის მოქმედების მაქსიმუმი ერთი წელიწადია.

ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა მაქვს, რომელშიც წერია, რომ სამოგზაუროც შედის. ეს საკმარისია?

დიახ, იმედი L-ში პირობები იდენტურია. პაკეტიდან გამომდინარე, კორპორატიულ დაზღვევებში დევს ლიმიტირებული სამოგზაურო დაზღვევები — იგულისხმება თანხა და დროითი მონაკვეთი. მითითებულ თანხასა და დროზე პირობები იგივეა, რაც ცალკე შეძენილი სამოგზაურო პოლისის შემთხვევაში.

თუ დროის და თანხის ლიმიტი ამოწურული გაქვთ, ან თქვენს პაკეტში გათვალისწინებულ დროზე უფრო დიდ ხანს გიწევთ უცხოეთში გაჩერება, მაშინ სამოგზაურო პაკეტი ცალკე უნდა შეიძინოთ.

თუ სამოგზაურო დაზღვევა საკონსულოსთვისაც გჭირდებათ, მათთვის კორპორატიული დაზღვევის ბართის ჩვენება საკმარისი არ იქნება, ისინი ბეჭედდარტყმულ ფურცელს ითხოვენ.

ასეთ დროს, უნდა მიხვიდეთ იმედი L-ის ნებისმიერ ფილიალში, აჩვენოთ თქვენი კორპორატიული დაზღვევა და ოპერატორი გამოგიწერთ სპეციალურ ფურცელს, საკონსულოში წარსადგენად.

თუ გამგზავრების შემდეგ გამახსენდა, რომ დაზღვევა არ შემიძენია, როგორ მოვიქცე?

სულ მალე, იმედი L-ს ონლაინ შეძენის სერვისი ექნება. ასე რომ, სამოგზაურო დაზღვევის შეძენას ნებისმიერი ადგილიდან შეძლებთ, გამგზავრებამდე თუ გამგზავრების შემდეგ.

ონლაინ ნაყიდ პოლისს ზუსტად ისეთივე ძალა აქვს, როგორიც ფილიალში შეძენილს. თუ თან ტარებას არ გეგმავთ, შეგიძლიათ არც ამობეჭდოთ, უბრალოდ, ასისტანს-კომპანიის ნომერი ჩაინიშნეთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. საახალწლო საჩუქრები — ქართული სოციალური საწარმოები, რომელთა პროდუქტებითაც ნებისმიერს გაახარებთ
  2. ოქსფორდის წლის სიტყვად "ტვინის ლპობა" დასახელდა — აი, რას ნიშნავს ეს
  3. მითია თუ რეალობა? — ქვიზი 1956 წლის რეპრესიებზე
  4. ქვიზი: მოგვიყევი შენს მეგობარზე და გეტყვით, რა აჩუქო ახალ წელს
  5. ნინო ხარატიშვილი: აუცილებლად მოვა ახალი წელი და გაიმარჯვებს თავისუფლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კასპარ ველდკამპი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს

გუშინ, ნიდერლანდების ინიციატივით, ეუთოს წევრმა 38-მა სახელმწიფომ ვენის მექანიზმი გაააქტიურა, მოვუწოდებთ საქართველოს…