ნიუ-იორკში მცხოვრები 30 წლის კაცის, მაიკლ როტონდოს მშობლებს უკიდურესი ზომების მიღება მოუწიათ იმისთვის, რომ შვილი სახლიდან გაეძევებინათ. მათ სასამართლოს მიმართეს.

ოფიციალურ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მაიკლ როტონდო, რომელიც რვა წლის წინ დაბრუნდა მშობლების სახლში, არც ქირას იხდიდა და სახლსაც არ ალაგებდა. მშობლებმა მას თანხაც კი შესთავაზეს დამოუკიდებლად ცხოვრების დასაწყებად, მაგრამ მან იუარა.

მაიკლის მხარე აცხადებს, რომ მას მშობლებისგან ოფიციალური გაფრთხილება არ მიუღია.

სასამართლომ გადაწყვეტილება მშობლების სასარგებლოდ მიიღო და ურჩ შვილს ოფიციალურად მოსთხოვა სახლის დაცლა.