მიტროპოლიტი გრიგოლი

23 მაი, 2018

რელიგიურ გრძნობა, შესაძლოა ითქვას, რომ არის რელიგიური მოტივებით განპირობებული შინაგანი მდგომარეობა, რასაც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის ქმედებაზე. მაგალითისთვის გეტყვით:

ერთის მხრივ, როცა ვამბობთ, რომ "საქართველო ჯვარს ეცვა ქრისტესთვის", და ამის დასტურია უკანასკნელი ორიათასწლოვანი ისტორია ქართველი ერისა, სწორედ რომ ქართველთა რელიგიური განცდა განაპირობებდა მის შეუპოვრობას უსასტიკეს ისტორიულ ქარტეხილებში და არნახულ გამძლეობას, რამაც დღემდე მოგვიყვანა.

მეორეს მხრივ, ადამიანის რელიგიურ გრძნობებზე ზემოქმედებით ხდება თვითმკვლელი ტერორისტების გამრავლება, რასაც ეწირება ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე მთელს მსოფლიოში.

და მესამე: დღეს ქართველთა რელიგიურ გრძნობებზე ზემოქმედებისა და მისით მანიპულირების მცდელობით მიმდინარეობს ქართული საზოგადოების პოლიტიკური დეზორიენტირებისკენ მიმართული ქმედებები, რაც დიდი რისკების შემცველია ქვეყნისთვის და თვით ჩვენი საზოგადოებისთვის.

რელიგიური გრძნობა (განცდა), თავის პოტენციაში დიდ ენერგიებს ინახავს, და ეს ენერგიები შეიძლება იქცეს როგორც დიდი სიკეთის წყაროდ, ასევე დიდი ბოროტებისაც. შესაბამისად, ადამიანის რელიგიურ გრძნობებთან უშნოდ თამაში ძალიან სახიფათოა; და, როცა საუბარი იწყება იმაზე, რომ უნდა შეიქმნას კანონი, რომელიც დაიცავს ადამიანის რელიგიურ გრძნობებს შელახვისგან, წარმოუდგენლად გვეჩვენება იმდაგვარი კანონის შექმნა, რომელშიც ზედმიწევნით იქნებოდა განმარტებული რელიგიური გრძნობის ცნება და დადგინდებოდა მისი შელახვა-არშელახვის კონკრეტული საზღვრები; ანუ, კვლავ გავიმეორებ, რომ შეუძლებლად მიგვაჩნია მისი რეგლამენტირება და დიდად დასაფიქრებელია, მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში (და სწორედ აქეთ მიემართება სასამართლო სისტემაში განსახორციელებელი რეფორმა), რა შედეგის მომტანი იქნება კანონი, რომელსაც, თავისი ზოგადი ხასიათის გამო, მოსამართლის მიერ სხვადასხვა ინტერპრეტაცია მიეცემა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ნუ გამოვრიცხავთ, რომ ყოველივე ეს ბუმერანგივით უკან დაგვიბრუნდეს, მისგან გამომდინარე შედეგებითურთ.

რელიგიური გრძნობების საკითხი, ჩვენი აზრით, არა იმდენად სამართლებრივი საკითხია, რამდენადაც მორალის სფეროს განეკუთვნება. ვიღაცისთვის ეს შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ვიღაცისთვის კი განუზომელი ტკივილისა და შეურაცხყოფის მიზეზი გახდეს.

როდესაც რელიგიურ გრძნობებს ვეხებით, აქ, ალბათ, პირველ რიგში, ჩვენ, საზოგადოების წევრები, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მოზომილები. მადლობა ღმერთს და ჩვენს წინაპრებს, რომ ჩვენს ქვეყანაში გვაქვს განსხვავებული რწმენისა და აღმსარებლობის ადამიანებისადმი პატივისცემის ისტორიული ტრადიცია. თვით ქართველთა შორის გვყავს ჩვენ მუსლიმები, კათოლიკეები და სხვანი, რომელთა მიმართაც გვაკავშირებს ხორციელი ძმობა და თანამოქალაქეობა.

ჩვენ უნდა შევძლოთ ერთი ცის ქვეშ, ერთ სახელმწიფოში, ერთი კონსტიტუციის პირობებში, მშვიდობიანი თანაცხოვრება.

ეს უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერმა ადამიანმა განურჩევლად მისი აღმსარებლობისა, რელიგიური რწმენისადმი ინდიფერენტულობისა ან თუნდაც რელიგიასთან შინაგანი დაპირისპირებულობისა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" — თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს6118 ნახვა
  2. პარლამენტთან აქციაზე, სადაც თეა წულუკიანის კომისიის მიერ 2008 წლის ომის გმირების შეურაცხყოფას აპროტესტებენ, 2 მონაწილე დააკავეს1774 ნახვა
  3. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა1718 ნახვა
  4. თენგიზ შარმანაშვილი: შემოჭრა ჩრდილოეთიდან [რუსეთიდან] მოხდა იმის გამო, რომ როკის გვირაბთან სამხედროებს თავისი ამოცანა არ შეასრულებინეს1337 ნახვა
  5. ზაზა გოგავა: "გამორიცხული იყო [ომის თავიდან აცილება]"1207 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი ტელეკომპანია "იმედს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი ტელეკომპანია "იმედს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 27…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~