მძღოლი, რომელმაც რუსთაველზე აქციისთვის საჭირო აპარატურა მიიტანა, 1000 ლარით დააჯარიმეს და მართვის მოწმობა ჩამოართვეს
პოლიციამ მძღოლი, რომელმაც რუსთაველზე აქციისთვის საჭირო აპარატურა მიიტანა, 1000 ლარით დააჯარიმა და მართვის მოწმობა ჩამოართვა. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა. მისი თქმით, "დაახლოებით ათმა ეკიპაჟმა ალყაში მოაქციეს, გადმოიყვანეს მძღოლი მანქანიდან". "მანქანა კი გასტაცეს".
"დაახლოებით, ათი ეკიპაჟი მოვიდა, ალყაში მოგვაქციეს, გადმოიყვანეს მძღოლი მანქანიდან. ამ პოლიციელებმა მანქანა წაიყვანეს, გაგვტაცეს. მძღოლი ათასი ლარით დააჯარიმეს და მართვის უფლება შეუჩერეს ერთი წლით, ადამიანს, რომელსაც არაფერი დაშავებია. ამათთან სამართლებრივ დავას, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს, მაგრამ როგორ არიან შეშინებულები, ცხადია. ბრძოლა გაგრძელდება, ამათი არავის ეშინია, ამ ლაჩარი და კუდში მადევარი ხალხის. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას, ბრძოლა იქნება ბოლომდე", — განაცხადა თენგო თევზაძემ (კომენტარს IPN ავრცელებს).
პარტია "დროას" მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას მძღოლს მხარდაჭერისკენ მოუწოდა:
"ერთად დავეხმაროთ აქციის პიკაპის მძღოლს!
26 მაისის აქციის დასრულების შემდეგ, პოლიციამ მას მანქანა და ტექნიკა ჩამოართვა. დამატებით, გამოუწერეს ჯარიმა და 1 წლით ჩამოართვეს მართვის მოწმობა.
ეს მანქანა მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ამიტომ ახლა განსაკუთრებით სჭირდება მხარდაჭერა. პრაქტიკულად, 1 წელი რჩება შემოსავლის გარეშე, რუსული რეჟიმის შურისძიების გამო.
ნებისმიერი თანხა მნიშვნელოვანია! გთხოვთ, გაავრცელოთ ინფორმაცია.
ანგარიშის ნომრები:
საქართველოს ბანკი: #GE14BG0000000538601012
თი ბი სი #GE02TB7486045068100026
მიმღები: ნიკა ქვარცხავა", — წერს "დროა".
შეგახსენებთ, რომ მანამდე პოლიციამ ოპოზიციის ალიანსს რუსთაველზე არც სცენის გამართვის უფლება მისცა და არც ხმის გამაძლიერებლის შეტანის. როგორც თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გოგა მემანიშვილმა განაცხადა, ალიანსს აქციაზე ტექნიკა შესაბამისი ნებართვა არ ქონის გამო არ შეატანინეს.
ოპოზიციის ალიანსმა შსს-ში განაცხადი აქციის გამართვაზე 25 მაისს მეორედ შეიტანა, მაგრამ უწყებას განაცხადის განხილვის 5-დღიანი ვადა აქვს და 26 მაისის აქცია ისე ჩატარდა, აქციის ორგანიზატორებს პასუხი არ მიუღიათ. ამის მიუხედავად, ოპოზიციამ საპროტესტო აქციისთვის საჭირო აღჭურვილობის შეტანა პიკაპით შეძლო, რის შემდეგაც მანქანის მძღოლი დააჯარიმეს და მართვის მოწმობაც ჩამოართვეს.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები