"მანქანა ტექნიკით წაგვართვა პოლიციამ" — პოლიცია ოპოზიციის ალიანსს აქციაზე ტექნიკის შეტანის უფლებას არ აძლევს
თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გოგა მემანიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ალიანსს აქციაზე ტექნიკას ვერ შეატანინებენ, რადგან მათ შესაბამისი ნებართვა არ აქვთ.
რუსთაველის გამზირზე პარტია ფედერალისტების ერთ-ერთ ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილთან საუბრისას მემანიშვილმა აღნიშნა, რომ ალიანსის მიერ გაგზავნილი პირველი განცხადება დახარვეზდა, ხოლო მეორე დაკორექტირებული განცხადების განხილვის 5-დღიანი ვადა ჯერ არ გასულა და შესაბამისად, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ტექნიკის შეტანის საშუალებას არ მისცემდნენ.
"არავინ არ გიშლით ხმის ამოღებას... პირველი განცხადება როდესაც შემოიტანეთ, ამის შემდეგ დააკორექტირეთ თქვენი განცხადება, მაგრამ ვადაში ვერ ეტევით. გუშინ შემოიტანეთ განცხადება და გვაქვს 5-დღიანი განხილვის ვადა. ან დაელოდეთ მაგ 5 დღეს, ან არა და... ვადაში ვერ ეტევით, შესაბამისად არ გაძლევთ უფლებას...", — განაცხადა გოგა მემანიშვილმა ("ტვ პირველი")
იგივე განცხადება გააკეთა მემანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მან განმარტა, რომ თუ აქცია ორი თვით ადრე იყო დაანონსებული, განცხადების ადრე გაგზავნაც შესაძლებელი იყო.
"რამოდენიმე დღის წინ შემოიტანეს განცხადება. დახარვეზდა ეს განცხადება, პასუხი ეცნობათ. დააკორექტირეს ეს განცხადება და ხელახლა შემოიტანეს. შემოიტანეს გუშინ, დღეს არის აქცია. 5-დღიანი განხილვის ვადა აქვს, შესაბამისად ჯერ-ჯერობით ვადაში [ვერ ჩაეტივნენ]. მათთვის [ვადის შესახებ] ცნობილი იყო... თუ ორი თვით ადრე დააანონსეს აქცია, შეეძლოთ [ადრე გამოეგზავნათ]", — განაცხადა მემანიშვილმა ("ტვ პირველი").
ჟურნალისტის კითხვაზე მისცემს თუ არა ის პოლიტიკოსებს აქციაზე დინამიკების შეტანის უფლებას, მემანიშვილმა განაცხადა: "არა, რა თქმა უნდა".
ცოტა ხნის წინ, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ და დღევანდელი აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მანქანა, რომელშიც აქციისთვის საჭირო ტექნიკა ჰქონდათ, პოლიციამ წაართვათ.
"მანქანა ტექნიკით წაგვართვა პოლიციამ!
მიდით, მიაწექით ქოცებო! ახლა სხვა მანქანებსაც გამოეკიდეთ და ირბინეთ ასე წინ და უკან, უთავმოყვარეო ბანდიტებო!
მაინც გავიგონებთ ერთმანეთის ხმას, არ იდარდოთ! მთავარია ბევრნი ვიყოთ!
7-ზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და იქიდან მსვლელობით რუსთაველზე! — წერს ნიკა გვარამია.
26 მაისს ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება. მათი ინფორმაციით, აქციის მონაწილეები 19:00 საათიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და შემდეგ მარშით რუსთაველზე წავლენ
- დღეს, 26 მაისს, ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება
- ისრაელის ელჩი ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
- პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, რუმინეთის საგარეო უწყებები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
- პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
- რის გამო აღიქმებიან რობერტ ფიცო და რუმენ რადევი პრორუსებად? — ინტერვიუ ხატია დავლიანიძესთან
- შიო III: ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები