კლუბებში ბასიანსა და კაფე გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის ღამეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი არა ნარკოტიკულ საშუალებას, არამედ ციტრამონს ყიდდა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გია გოროზიამ რუსთავი 2-ს განუცხადა.

"ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს ის დანაშაული არ აქვს ჩადენილი, რომელსაც ედავება გამოძიება... ვიდეოჩანაწერში, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფია ასახული არ აძლევს ნარკოტიკულ საშუალებას იმ პირს", - აღნიშნავს ადვოკატი.

მისი თქმით, ეს ინფორმაცია დადასტურებულია ექსპერტიზითაც.

12 მაისს კლუბებში ბასიანი და კაფე გალერიში ჩატარებულ სპეცოპერაციამდ შსს-მ რვა პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ყველა მათგანი ნარკოდანაშაულისთვის არის დაკავებული.

ამავე თემაზე: ბასიანსა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგები - მოკლედ