სასამართლო: ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულებს 3000-ლარიანი კომპენსაცია უნდა გადაეცეთ
სასამართლოს გადაწყვეტილებით სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 3000-ლარიანი კომპენსაცია უნდა გადაეცეთ. ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც იმ დროინდელმა საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილა თქვა, რომ სახელმწიფო "კეთილ ნებას გამოიჩენდა" მოვაჭრეებს ერთჯერადად დაეხმარებოდა.
დღეს, 18 მაისს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, სრულად დააკმაყოფილა 33 მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხეების - თბილისის საკრებულოსა და მერიის მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, 2017 წლის 10 აპრილს, თბილისის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება დაზარალებულთათვის ერთჯერადი დახმარების სახით 3000 ლარის გაცემის თაობაზე. მთავარი პროკურატურის მიერ მინიჭებული "დაზარალებულის" სტატუსის მიუხედავად, მოსარჩელე პირებზე, დახმარება არ გასცეს.
მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ 2017 წლის 15 აგვისტოს ერთჯერადი დახმარების გაცემის მოთხოვნით, უშედეგოდ მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოებს, თუმცა მათ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია.
მოპასუხეთა განმარტებით, სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთათვის ერთჯერადი დახმარების გასაწევად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოიძიეს ფინანსური ხარჯები. დაზარალებულთა სიების დაზუსტების მიზნით, მათივე დავალებით კერძო კომპანიებმა წარადგინეს იმ პირთა სიები, რომლებიც დაზარალებულებთან სამართლებრივ ურთიერთობაში იყვნენ. დაზუსტებულ სიებში ვერ მოხვდნენ მოსარჩელეები, ვინაიდან კერძო კომპანიებს მათ შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
თბილისში, სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროში 30 იანვარს, გამთენიისას გაჩენილი ხანძრის შედეგად სრულიად განადგურდა შენობა, დაზარალდა ათობით მოვაჭრე, რომლებსაც სავაჭრო ცენტრში და მის მიმდებარე ბაზრობებზე ტანსაცმლის, ავეჯის, ოქრო-ვერცხლის მაღაზიები ჰქონდათ.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები