Nina Kraviz, Ben Klock და სხვა უამრავი დიჯეი, რომელმაც თბილისის აქციებს მხარი დაუჭირა
12 მაისს, დაახლოებით ღამის 12 საათზე თბილისის ორ ღამის კლუბში, ბასიანსა და გალერიში სპეცოპერაცია ერთდროულად დაიწყო. კლუბები დაატოვებინეს ყველა სტუმარს ისე, რომ პირადი ნივთების გამოტანის საშუალებაც არ მისცეს.
სამართალდამცავები, რომლებიც სპეცოპერაციაში იყვნენ ჩართულები, მოქალაქეებს არ უხსნიდნენ რა მიზეზით დაატოვებინეს კლუბები და არ აძლევდნენ იქ შესვლის საშუალებას. იმავე ინფორმაციულ ვაკუუმში იყო მედიაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას.
გავრცელდა კადრები, რომლებშიც სამართალდამცველები მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ტაბულას მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანდა, როგორ არტყმევინებდა პოლიცია გოგოს ჯიხურზე თავს.
სპეცოპერაციის დაწყებიდან სამი საათის შემდეგ შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა პირი დააკავეს.
ამ განცხადებით რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირები კლუბებში აიყვანეს. თუმცა, მოგვიანებით, სახალხო დამცველმა თქვა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული არცერთი პირი კლუბებში არ დაუკავებიათ.
სპეცოპერაციიდან 48 საათის განმავლობაში, აქციები იმართებოდა თბილისში. ბასიანსა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგებსა და 12 და 13 მაისს, თბილისში მიმდინარე აქციებზე, გაიგეთ მეტი აქ.
ბასიანსა და კაფე გალერიში სპეცოპერაციას, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან უამრავი დიჯეი გამოეხმაურა და აქციის მონაწილეებსა და კლუბებს სოლიდარობა გამოუცხადა.
1. ნინა კრავიცი: ისტორიული ამბავი. Beastie Boys-ის სიტუაციაა
2. THE BLACK MADONNA
3. მაიკლ მაიერი: ჩემი სიყვარული და პატივისცემა თბილისს. აღფრთოვანებაში მოვყავარ თქვენს სიამაყეს, ენერგიასა და უანგარო დამოკიდებულებას. არასდროს შევწყვეტთ ასეთ ცხოვრებას. #bassiani
4. ჯონ ტალაბოტი: ბასიანის წინააღმდეგ სპეცოპერაცია კიდევ ერთი მაგალითია, როგორც ცდილობს მემარჯვენე მთავრობა დაანგრიოს, ის, რასაც ვერ აკონტროლებს. პროექტი, რომელიც მუსიკის სიყვარულისთვის შეიქმნა
5. Efdemin: ვფიქრობ საქართველოზე. სევდიანი ახალი ამბებია. წარმოუდგენელია, თუ რა მოხდა თბილისში ამ დილით. ბასიანიდან ჩვენი მეგობრები დააპატიმრეს და კლუბი დახურეს. ვფიქრობთ თქვენზე, დარჩით ძლიერი. ეს ყველაფერი მალე დასრულდება
6. ბენ ქლოქი: ბასიანი, სიძლიერე შეინარჩუნე! ბერლინი თქვენს გვერდითაა
7. Raär: შოკში ვარ, სრულ მხარდაჭერას გიგზავნით
8. Joel Mull: ბასიანის გამო, გული მტკივა. ძალიან მასევდიანებს, რომ ჩემს დებს და ძმებს ისე მოექცნენ, როგორც კრიმინალებს. ძალიან ცუდი რამ ხდება ახლა თბილისში და მახსენებს, თუ როგორ გვექცეოდნენ ჩვენ შვედეთში 90-იან წლებში. ფრთხილად იყავით და დარჩით ძლიერი, შეინარჩუნეთ თქვენი ენერგია და გთხოვთ, არ დანებდეთ
9. SHDW: დარჩით ძლიერი
10. ტომას ჰესლერი: We dance together, we fight together!
11. ოსკარ მიულერი: არ მჯერა, რომ ეს მოხდა ჩემ საყვარელ ბასიანში. დარჩით ძლიერი. მთელ მხარდაჭერას გიგზავნით. სიყვარულით
12. Giorgio Gigli: სიტყვები არ მაქვს
13. ფაბრიციო ლაპიანა: თბილისო, დარჩი ძლიერი! მხარდაჭერას გიგზავნით!
14. Héctor Oaks: წამოდექით, ძმებო!
15. Lui Urban
16. KOBOSIL: პოლიტიკურ პრობლემებზე ჩემს შეხედულებებს არასდროს ვასაჯაროებ, მაგრამ, ახლა ისინი თავს დაესხნენ ჩემს მეგობრებს, ბასიანში. მე იქ რამდენჯერმე დავუკარი და ამ კლუბმა მართლა წინ წაწია მთელი ქალაქი. დიახ, სიყვარული არის ყველაფრის პასუხი, მაგრამ ეს ადამიანები, რომლებმაც სპეცოპერაციას მწვანე შუქი აუნთო, სულელი იდიოტები არიან, რომლებმაც ახლა საკუთარ თავებს ავნეს.
17. Ellen Allien: თავისუფლება მუსიკას, კლუბის კულტურასა და ტექნოს ბასიანში. გუშინ პოლიციამ თბილისში ბასიანი დახურა და სხვა კლუბების კარები დაკეტა. ადამიანებს არ უნდათ მეინსტრიმული მუსიკის მოსმენა!! ადამიანები წყვეტენ ამას და არა მთავრობა. მშვიდობასა და სიძლიერეს გისურვებთ და თანადგომას გიცხადებთ
ბასიანს მხარდაჭერა გამოუცხადა ონლაინ ჟურნალმა Resident Advisor-მა და Boiler Room-მა. ორივე გამოცემა მუსიკალურ სიახლეებს აშუქებს.
"ჩვენი ფიქრები ბასიანის საზოგადოებასთანაა"
"თბილისის ახალგაზრდობას ვერ გააჩერებენ! ეს ხდებოდა საქართველოს პარლამენტის წინ"
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები