რა რეაქცია მოჰყვა აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვებას
ფოტო: Wikipedia
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, დატოვოს ირანის ბირთვული შეთანხმება, გააკრიტიკეს შეთანხმების ხელმომწერმა ქვეყნებმა. მოულოდნელი არ იყო, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, რომლის დროსაც გაფორმდა ხელშეკრულება, ტრამპის ნაბიჯი არ მოიწონა.
ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ შეთანხმება "უსამართლო" იყო და მხოლოდ ირანის სასარგებლოდ მოქმედებდა. 8 მაისის პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა შეთანხმებას "ხრწნადი და დამპალი სტრუქტურა" უწოდა. მისი თქმით, ამ შეთანხმებას არ აქვს რეალური ძალა იმისთვის, რომ ირანში ბირთვული იარაღის შეტანას შეუშალოს ხელი. მისივე თქმით, შეთანხმების დატოვება ამერიკას უფრო უსაფრთხოს გახდის.
გარდა ამისა, ტრამპმა აღნიშნა, რომ ამოქმედდება მკაცრი სანქციები თეირანისა და ყველა იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც ირანთან თანამშრომლობს ან აწი დააპირებს თანამშრომლობას.
როგორ გამოეხმაურნენ ტრამპის გადაწყვეტილებას
ტრამპის პრესკონფერენციიდან მალევე, ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ უკვე დაავალა დიპლომატებს შეთანხმების სხვა წევრებთან მოლაპარაკების შესახებ და შეთანხმების შენარჩუნების შანსები შეაფასონ.
"თუ მოლაპარაკებებს ბოლოს მივალთ დავასკვნით, რომ რასაც ირანელი ხალხი ითხოვს მიღწევადია, ბირთვული შეთანხმება დარჩება, აშშ-ს სურვილებისა და ტრამპის უხეში სიტყვებისა მიუხედავად ", - განაცხადა რუჰანიმ.
ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა აშშ-ის მხარი არ დაუჭირეს. საერთო განცხადებით მათ დონალდ ტრამპს მოუწოდეს, რომ შეთანხმების სხვა წევრების საზიანოდ არ იმოქმედოს. მათივე თქმით, ისინი შეთანხმების შენარჩუნებას აპირებენ.
შეთანხმების შენარჩუნების შესახებ განაცხადა, ფედერიკა მოგერინიმაც, საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. შეთანხმების შემუშავეების დროს, ის ერთ-ერთ მონაწილე პირი იყო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულნი არიან.
"8 მაისს გაკეთებული განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ვაშინგტონს მოლაპარაკებების არ შეუძლია. ისინი ასევე გვაჩვენებენ, რომ ამერიკული პრეტენზიები ირანის აბსოლუტურად ლეგიტიმური ბირთვული საქმიანობის წინააღმდეგ მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსოწრების შენიღბვაა", - აღნიშნავს საგარეო უწყება და ამბობს, რომ ირანთან თანამშრომლობას გააგრძელებენ.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ტრამპს გადაწყვეტილება არ მოუწონა. მისი განცხადებით, შეთანხმების წევრობით ამერიკა უფრო უსაფრთხოდ იყო.
"მიმაჩნია, რომ ირანის მხრიდან დარღვევის არარსებობის პირობებში, შეთანხმების დატოვება - დიდი შეცდომაა... ირანისთვის ბირთვული იარაღის ქონის საფრთხეებზე ყველამ ვიცით. მას შეუძლია საშიში რეჟიმები გაამხნეოს; ჩვენს მეგობრებს განადგურებით დაემუქროს; ამერიკის თავდაცვას საფრთხე შეუქმნას; მსოფლიოს ყველაზე საშიშ რეგიონში შეირაღების რბოლა წააქეზოს... ჩვენ, შეიძლება, დავაჩქაროთ დღე, როდესაც ამ საფრთხესთან ერთად სიცოცხლის ან თავიდან აცილებისთვის მასთან ბრძოლის არჩევანა მოგვიწიოს", - განაცხადა ობამამ.
აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ კი ტვიტერზე დაწერა, რომ "ეს ამერიკის ინტერესები არ არის":
"აბსოლუტურად სწორი" გადაწყვეტილება უწოდა გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ ტრამპის ნაბიჯს. თავისი მხარდაჭერა დონალდ ტრამპს გამოუცხადა საუდის არაბეთმაც.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ ირანის ბირთვულ შეთანხმებას თავიდანვე არ უჭერდა მხარს, ამიტომაც ტრამპის გადაწყვეტილება მისთვის სასიხარულო იყო.
"ისრაელი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, სწორედ ამიტომ მადლობას ვუხდით მამაცური ლიდერობისთვის, მტკიცე განზრახვისთვის შეებრძოლოს თეირანის თეორიულ რეჟიმს და მიაღწიოს იმას, რომ ირანს არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი, არც დღეს, არც ათი წლის შემდეგ - არასდროს", - განაცხადა პრემიერმა.
თავის გამოსვლაში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელის მიერ წინა კვირას გამოქვეყნებულ დოკუმენტებს ეყრდნობოდა. ნეთანიაჰუ განცხადებით, ისრაელის სპეცსამსახურებმა საიდუმლო დოკუმენტები ჩაიგდეს ხელთ, რომლითაც მტკიცდება, რომ ირანს ბირთვული იარაღის წარმოების პროგრამა ჰქონდა.
ირანმა ყველა ბრალდება უარყო. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ დოკუმენტები აქამდე უცნობ ინფორმაციას არ შეიცავდა.
რა არის ირანის ბირთვული შეთანხმება
2015 წლის ივლისში ირანმა და ექვსი ქვეყნისგან შემდგარმა მოლაპარაკებების გუნდმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის სახელით არის ცნობილი (Joint Comprehensive Plan of Action). სხვანაირად მას ირანის ბირთვულ შეთანხმებას უწოდებენ. ამ შეთანხმებით თეირანის ბირთვული პროგრამის 12-წლიანი პრობლემა გადაიჭრა.
თავისი შინაარსით JCPOA პირდაპირი შეთანხმებაა: ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ ირანს მოეხსნა სანქციები, რომელიც მის ეკონომიკას წლების განმავლობში აზარალებდა. შეთანხმების მიხედვით, ირანმა ცენტრიფუგების 2/3 გათიშა, გამდიდრებული ურანის 98 პროცენტი დაღვარა, პლუტონიუმის მწარმოებელი რეაქტორი ცემენტით გაავსო.
ასევე, თეირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხრიდან მონიტორინგს დათანხმდა, რომელიც შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ათჯერ ჩატარდა. ბოლოს, თებერვალში, სააგენტომ განაცხადა, რომ ირანი შეთანხმების პირობებს ასრულებს.
ექვსი ძირითადი ქვეყანა, რომელიც ირანთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა ცნობილია, როგორც P5+1: გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ხუთი წევრი ქვეყანა - ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ - და გერმანია. შეთანხმება გაამყარა გაეროს უშიშროების საბჭომ და საერთაშორისო სამართლის სტატუსი მიანიჭა.
რა სანქციები აღდგება
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განმარტებითი წერილი გაავრცელა იმის შესახებ, თუ რომელი სანქციები აღდგება და რა ვადებში.
90 დღეში სხვა სანქციებთან ერთად იქნება:
- ირანის მთავრობის მიერ ამერიკული დოლარის შესყიდვის აკრძალვა;
- ოქროსა და ძვირფასი ლითონების ირანის საერთაშორისო ვაჭრობაზე სანქციების დაწესება;
- ირანისთვის გრაფიტის, დამუშავებული და ნედლი მეტალების, მათ შორის სპილენძისა და ალუმინის პირდაპირი და არაპირდაპირ მიწოდების იკრძალება, ასევე, წარმოებისთვის პროგრამული უზრუნველყოფა;
- სანქციები განახლდება ირანის სამანქანო წარმოებაზე.
90 დღის შემდეგ დამატებით ამოქმედდება:
- ირანიდან აშშ-ში ირანული ხალიჩებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი;
- ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ირანში სამგზავრო თვითმფრინავებისა და მათი ნაწილების ექსპორტსა და რეექსპორტს უკავშირდება.
180 დღის შემდეგ აშშ აამოქმედებს სანქციების ირანის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წინააღმდეგ. ასევე, 2018 წლის 5 ნოემბერს აშშ სანქციებს დააკისრებს პირებს, რომლებიც სანქცირებულთა სიაში 2016 წლის 16 იანვრამდე იყვნენ.
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა


კომენტარები