"შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი" ბევრმა იხილა და მათ, ვისთვისაც სუპერგმირების ეს დოზა საკმარისი არ აღმოჩნდა, ძალიან აინტერესებთ, რა ელით უახლოეს მომავალში. ამ ჩამონათვალში შეხვდებით Marvel-ის, DC-ისა და Fox-ის მიერ დაანონსებულ ფილმებს, რომლებიც, სავარაუდოდ, კინოგაქირავების რეკორდებს მოხსნიან. სტუდიებმა 2019 წლის ჩათვლით გამოსასვლელ 14 ფილმს უკვე მიანიჭეს გამოსვლის თარიღი.

1. Deadpool 2 / დედპული 2

გამოსვლის თარიღი: 2018 წლის 18 მაისი

რაიან რეინოლდსი დედპულის კოსტიუმს კიდევ ერთხელ მოირგებს. ახალ ფილმში მას ჯოშ ბროლინიც შეუერთდება ქეიბლის როლში. ჯოშ ბროლინი ერთ-ერთია (თუ ერთადერთი არა) იმ მსახიობთა შორის, რომლებმაც მარველის კინემატოგრაფიულ სამყაროში ორი განსხვავებული პერსონაჟის როლი მოირგეს. სწორედ მან შეასრულა თანოსის როლი მარველის უკანასკნელ ფილმში.

2. Ant-Man and The Wasp / ადამიანი ჭიანჭველა და კრაზანა

გამოსვლის თარიღი: 2018 წლის 2 ივლისი

პოლ რუდისა და ევანჯელინ ლილის ეს პერსონაჟები უსასრულობის ომში არ გამოჩენილან. ამ ფილმში მიმდინარე მოვლენები უსასრულობის ომამდე ვითარდება. ამიტომაც, დიდი იმედები არ გქონდეთ, რომ ეს ფილმი როგორმე დაგაკვალიანებთ.

3. Venom / ვენომი

გამოსვლის თარიღი: 2018 წლის 5 ოქტომბერი

ამ ფილმში ტომ ჰარდი გამომძიებელი ჟურნალისტის როლში გვევლინება, რომლის სხეულიც უცხო პლანეტიდან მოსული არსების მასპინძელი ხდება.

4. Aquaman / აკვამენი

გამოსვლის თარიღი: 2018 წლის 21 დეკემბერი

DC-ის მორიგ ფილმში, აკვამენის როლს ჯეისონ მომოა მოირგებს. ფილმი არტურ ქერის (აკვამენის ალტერეგო) ამბავს მოგვითხრობს რთული ბავშვობიდან ატლანტის მეფობამდე.

ჯეისონ მომოა აკვამენის როლში

ფოტო: DC

5. Hellboy / ჰელბოი

გამოსვლის თარიღი: 2019 წლის 11 იანვარი

რეჟისორი ნილ მარშალი ჰელბოის საგის ახლიდან დაწყებას გეგმავს მილა იოვოვიჩთან, სერიალ "უცნაური ამბების" ვარსკვლავ დევიდ ჰარბორთან და სერიალ "ამერიკელი ღმერთების" ვარსკვლავ იან მაკშეინთან ერთად.

ჰელბოი

ფოტო: Simon Varsano

6. Glass / შუშა

გამოსვლის თარიღი: 2019 წლის 18 იანვარი

"მ. ნაით" შაიალამანი ფილმ "გაუტეხავის" მეორე (ზოგის აზრით, მესამე) ნაწილით 18 წლის შემდეგ გვიბრუნდება. ამ ფილმში უკვე ნაცნობ როლებს ხელახლა მოირგებენ ბრიუს უილისი და სამუელ ლ. ჯექსონი.

კადრი ფილმიდან "გაუტეხავი"

ფოტო: © 2000 Walt Disney Pictures

7. Dark Phoenix / ბნელი ფენიქსი

გამოსვლის თარიღი: 2019 წლის 14 თებერვალი

Fox-ის "იქს ადამიანების" რიგით მე-12 ფილმი ახალი ტრილოგიის დასაწყისი იქნება. მასში მთავარ როლებს ჯეიმს მაკევოი, მაიკლ ფასბენდერი, ჯენიფერ ლოურენსი და სოფი ტერნერი მიიღებენ.

სოფი ტერნერი ფენიქსის როლში

ფოტო: Fox

8. Captain Marvel / კაპიტანი მარველი

გამოსვლის თარიღი: 2019 წლის 18 მარტი

მარველი საბოლოოდ უშვებს ფილმს, რომლის მთავარი სუპერგმირიც ქალი იქნება. ფილმის მოვლენები 1990-იან წლებში ვითარდება. კაროლ დენვერსის (კაპიტანი მარველის ალტერეგო) როლს ბრი ლარსონი შეასრულებს და ფილმში შევიტყობთ, როგორ გახდება დედამიწელი გოგო გალაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სუპერგმირი.

ბრი ლარსონი კაპიტანი მარველის როლში

ფოტო: Marvel

9. Shazam! / შაზამი!

გამოსვლის თარიღი: 2019 წლის 5 აპრილი

ეს ფილმი DC-ს ეკუთვნის და მოგვითხრობს 14 წლის ბიჭზე, რომელსაც უძლიერეს სუპერგმირად გადაქცევა სულ რაღაც ერთი ფრაზის წარმოთქმით შეუძლია.

შაზამი

ფოტო: DC Comics

10. შურისმაძიებელთა უსასრულობის ომის მეორე, ჯერჯერობით უსათაურო ნაწილი

გამოსვლის თარიღი: 2019 წლის 3 მაისი

ამ ფილმსაც პირველი ნაწილის რეჟისორები იღებდენ პირველი ნაწილის გადაღებების პარალელურად. სწორედ ამ ფილმში უნდა ელოდოთ ბევრ კითხვაზე პასუხს.

ფოტო: Marvel

11. ადამიანი-ობობას მეორე, ჯერჯერობით ასევე უსათაურო ნაწილი

გამოსვლის თარიღი: 2019 წელი

ამ ფილმის შესახებ ცოტა რამ ვიცით, მაგალითად ის რომ რეჟისორი იგივე დარჩება, მოვლენები უსასრულობის ომის შემდეგ ვითარდება და ფილმის გადაღებები ამ ზაფხულში დაიწყება.

ტომ ჰოლანდი ადამიანი ობობას როლში

ფოტო: Marvel

12. The New Mutants / ახალი მუტანტები

გამოსვლის თარიღი: 2019 წლის 2 აგვისტო

სუპერგმირული ფილმი ამჯერად ჰორორის ჟანრით მოგვევლინება. ფილმი მოგვიყვება ამბავს ახალგაზრდა მუტანტებზე, რომლებიც საიდუმლო დაწესებულებაში არიან გამოკეტილნი. ერთ-ერთ მთავარ როლს სერიალ "სამეფო კარის თამაშების" მსახიობი მეისი უილიამსი (არია სტარკი) შეასრულებს.

მეისი უილიამსი

ფოტო: Fox

13. Wonder Woman 2 / ქალი საოცრება 2

გამოსვლის თარიღი: 2019 წლის 1 ნოემერი

DC-ის სუპერგმირულ ფილმთა შორის ჯერჯერობით საუკეთესო ნაწილი მაყურებლებს იმავე რეჟისორით დაუბრუნდება. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს სერიალ "ნარკობარონების" მსახიობი პედო პასკალი. ამ დროისთვის უცნობია დროის რა მონაკვეთზე მოგვითხრობს ეს ფილმი.

გალ გადო ქალი საოცრებას როლში

ფოტო: Clay Enos, courtesy of Warner Bros. Entertainment Inc. and Ratpac-Dune Entertainment LLC

14. Guardians of the Galaxy Vol. 3 / გალაქტიკის მცველები ნაწილი 3

გამოსვლის თარიღი: 2020 წელი

რეჟისორი ჯეიმს განი მესამე ნაწლის გადასაღებად ბრუნდება. ამ ფილმის მოვლენებიც ასევე უსასრულობის ომის შემდეგ განვითარდება.

გალაქტიკის მცველები

ფოტო: Marvel

ამ ფილმების გარდა სამივე სტუდიას აქვს სამომავლო გეგმები და კიდევ არაერთ სუპერგმირულ ფილმს გვპირდება.