ძიუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდი დატოვა, გადადგა სამწვრთნელო შტაბიც
ფოტო: მსოფლიო სპორტი
ევროპის ჩემპიონატიდან უმედლოდ დაბრუნების შემდეგ ძიუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ცირეკიძემ გუნდი დატოვა, გადადგა მთელი სამწვრთნელო შტაბი.
ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.
"შედეგის მიუღწევლობას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ დღეს ამის მოყოლას არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენთვის მთავარია შედეგი, რომელიც ვერ მივაღწიეთ. ჩვენ გვესმის რომ ეს არის სპორტი და ყოველთვის შეიძლება მოხდეს ასეთი რამ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას ვერ ვიზიარებთ. სამწვრთნელო შტაბი და მთავარი მწვრთელი ეროვნულ ნაკრებთან არ გააგრძელებს საქმიანობას", - განაცხადა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა.
მისი თქმით, ძიუდოს ფედერაცია სამომავლო გეგმებზე მოგვიანებით გაავრცელებს ინფორმაციას.
სამწვრთნელო შტაბისა და მთავარი მწვრთნელის გუნდიდან წასვლამდე, ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი ასპარეზობა გააკრიტიკა ყოფილმა ძიუდოისტმა, ოლიმპიადის გამარჯვებულმა ზურაბ ზვიადაურმა. მან ნაკრების წარუმატებელ შედეგებში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაადანაშაულა.
"არ ვიცი საიდან დავიწყო.. ამას ვამბობდი წლების წინ, რომ ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს და მომკითხავი სამწუხაროდ არავინ არ არის! მინდა ყველამ ამოიღოს ხმა, ვისაც ესმის სპორტი და ვისაც შესტკივა გული დღევანდელ მდგომარეობაზე.... შეიძლებ კიდევ ის მომაწერონ, რომ მე ინტერესი მაქვს ფედერაციის მაგრამ აქვე გავიმეორებ, რომ არანაირი ინტერესი არ გამაჩნია, გარდა კეთილდღეობისა! მინდა ქართული ძიუდო ისევ იმ ადგილს და ტიტულს დაუბრუნდეს როგორიც წლების უკან იყო!", - დაწერა ზურაბ ზვიადაურმა ფეისბუქზე.
საქართველოს ძიუდოს ნაკრები თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დამარცხდა და კონტინენტის პირველობა მედლების გარეშე დაასრულა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 9 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი.
ტურნირზე მედალთან ყველაზე ახლოს ამირან პაპინაშვილი და გურამ თუშიშვილი იყვნენ. თუმცა ქართველმა ძიუდოისტება ბრინჯაოს ბრძოლები დათმეს.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, პირველად, ევროპის ჩემპიონატი მედლების გარეშე დაასრულა.
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები