პოლიციელების მიერ მოქალაქეების ჩხრეკის საქმეზე სასამართლომ შსს-ს ხელახალი მოკვლევა დაავალა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის(EMC) სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წინააღმდეგ დააკმაყოფილა და სამინისტროს საკუთარი თანამშრომლების მიმართ ხელახალი დისციპლინური წარმოების ჩატარება დაავალა. ამის შესახებ ინფორმაციას EMC ავრცელებს.
EMC-ის ცნობით, დაზარალებული, რომლის ინტერესებსაც ორგანიზაცია იცავს, 2017 წლის ოქტომბერში, დაახლოებით ხუთმა სამართალდამცველმა ქუჩაში გააჩერა და გამოკითხა.
"ყოველგვარი დასაბუთებისა და ახსნა-განმარტების გარეშე, პოლიციელებმა მოქალაქეს გადაუღეს ფოტოები და ასევე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, სასამართლოს განჩინების და გამოძიების დადგენილების გარეშე, ჩხრეკდნენ მის საცხოვრებელ ბინას", - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.
მოქალაქის მომართვის საფუძველზე, EMC-იმ განცხადებით მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას, ინციდენტში მონაწილე პოლიციელების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის შესწავლისა და სათანადო რეაგირების მოთხოვნის მიზნით.
EMC-ის ცნობით, განცხადების შესწავლის შედეგად, გენერალურმა ინსპექციამ დისციპლინური გადაცდომის ფაქტი არ დაადასტურა.
EMC-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის პასუხი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოში EMC მოითხოვდა, როგორც სამსახურებრივი შემოწმების მასალების გადაცემას, ასევე გენერალური ინსპექციისათვის ხელახალი სამსახურებრივი შემოწმების განხორციელების დავალებას.
სასამართლომ EMC-ის მოთხოვნა დასაბუთებულად მიიჩნია, სარჩელი დააკმაყოფილა და გენერალურ ინსპექციას ხელახალი სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება დაავალა.
ამავე საქმეზე, EMC-იმ განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, შსს-ს მოსამსახურეთა მხრიდან დაზარალებულის პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტის კანონიერების შესწავლის მიზნით.
"ინსპექტორმა მიღებულ გადაწყვეტილებაში კანონის დარღვევა დაადგინა და ცალსახად განმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქის იდენტიფიკაციის ღონისძიება არ შეესაბამებოდა კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და მონაცემთა დამუშავება მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
EMC-ის ინფორმაციით, ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მისცა რეკომენდაცია შეიმუშავოს ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლითაც შესაძლებელი იქნება პრევენციული ღონისძიების - პირის გამოკითხვის დროს, მონაცემთა სუბიექტის ჯეროვანი ინფორმირების უტყუარი დადასტურება.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები