აზერბაიჯანულენოვანი სკოლა 4 წელში ბოლნისის სოფელ ფარიზშიც დაიხურება
ფოტო: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
"ვერავინ იტყვის, რომ მოსახლეობა მხოლოდ ქართულენოვან ან აზერბაიჯანულენოვან სკოლას ანიჭებს უპირატესობას. პირიქით, უმეტესობა ფიქრობს, რომ სკოლაში უნდა იყოს როგორც აზერბაიჯანულენოვანი, ისე ქართული სექტორი. მე, ისევე როგორც ჩემი თანასოფლელების დიდ ნაწილს, არ მომწონს, რომ ჩვენი სოფლის სკოლაში მხოლოდ ქართულ ენაზე ასწავლიან. საქართველო ჩვენი სამშობლოა, მაგრამ ჩვენი ენა და წეს-ჩვეულებები უნდა შევინარჩუნოთ", - ამბობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზში მცხოვრები ბახრამ იბრაგიმოვი.
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ფარიზში 774 ადამიანი ცხოვრობს. მათი 98% ეთნიკური აზერბაიჯანელია და არასრული საჯარო სკოლაც, სადაც ბავშვები მხოლოდ 9 კლასის ჩათვლით სწავლობენ, აზერბაიჯანულენოვანი იყო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხუთი წლის წინ აზერბაიჯანულენოვან სკოლაში ბავშვების მიღება შეწყდა და სკოლა ქართულენოვანი გახდა. ახლა ფარიზის სკოლაში 2 სექტორია: ქართული და აზერბაიჯანულენოვანი, მაგრამ 4 წლის შემდეგ, როცა ახლანდელი მე-5 კლასელები სწავლას დაასრულებენ, აზერბაიჯანულენოვანი სექტორი საერთოდ გაუქმდება.
ფარიზელი ეთიბარ აზიზოვი ამბობს, რომ სკოლაშიაზერბაიჯანულენოვანი სექტორის გაუქმების შემდეგ 10-მდე მასწავლებელი სამსახურის გარეშე დარჩება:
"ჩვენ გვაქვს უფლება, რომ განათლება მშობლიურ ენაზე მივიღოთ. რა თქმა უნდა, ქართული ენის ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებაში ინტეგრაცია შევძლოთ ან სახელმწიფო სტრუქტურებში დავსაქმდეთ, მაგრამ არც ჩვენი მშობლიური ენა უნდა დავივიწყოთ. მთავრობამ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც ამ პროცესს ხელს შეუწყობს. ეს არ არის სწორი პოლიტიკა."
ამავე სოფელში მცხოვრები ნურანა ალახვერდიევაც მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანულენოვანი სკოლები არ უნდა დაიხუროს:
"ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ და ჩვენი ქვეყნის კანონებს ვემორჩილებით. ქართველები პატივს სცემენ ჩვენს ენას და ტრადიციებს. სკოლების პრობლემა მარტო მე კი არა, მთელ მოსახლეობას აწუხებს. აზერბაიჯანულენოვანი სკოლები არ უნდა გაუქმდეს. იყოს ქართულენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სექტორიც და მოსახლეობას არჩევანი ჰქონდეს."
ელვინ გულიევი ამბობს, რომ იმის გამო, რომ აზერბაიჯანულ სექტორზე მოსწავლეების მიღება შეჩერებულია, მშოლები იძულებულები არიან შვილები ქართულ სკოლაში შეიყვანონ:
"ფარიზში ბევრია ისეთი ოჯახი, სადაც ქართული არავინ იცის. ასეთ ოჯახებში ბავშვებს სწავლა უჭირთ, რადგან გაკვეთილების მომზადების პროცესში მათ მშობლები ვერ ეხმარებიან."
სკოლის დირექტორი მაია გაბზიაშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანული სექტორის გაუქმებას მოსახლეობაში უკმაყოფილება არ გამოუწვევია:
"სკოლაში ყველაფერი წესრიგშია: ბავშვების მოსწრებაც და განათლებაც. აზერბაიჯანულენოვანი სექტორის დახურვას უკმაყოფილება რომ მოჰყოლოდა, პირველ რიგში ჩვენ მოგვმართავდნენ."
ფარიზის სკოლის ქიმიის მასწავლებელი აბას აბასოვი ამბობს, რომ სკოლაში აზერბაიჯანულენოვანი სექტორის დახურვის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო მეტ მშობელს სურს, რომ მისმა შვილმა სკოლაში ქართულ ენაზე ისწავლოს:
"მშობლებს უნდათ, რომ მათმა შვილებმა უმაღლესი განათლება საქართველოში მიიღონ და ამიტომ ამჯობინებენ, რომ სკოლაში თავიდანვე ქართულად ისწავლონ."
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ეთნიკური აზერბაიჯანელები სასწავლებლად ქართულენოვან სკოლებს ირჩევენ, ისიც არის, რომ აზერბაიჯანულენოვანი სკოლების დიდი ნაწილი ავარიულია და იქ არსებული განათლების ხარისხიც ქართულენოვან სკოლებთან შედარებით დაბალია: აზერბაიჯანულ სკოლებში ახალგაზრდა, კვალიფიციური პედაგოგები არ ჰყოფნით.
კვალიფიციური, ახალგაზრდა პედაგოგების ნაკლებობა, რაც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის უკვე დიდი ხნის პრობლემაა, განსაკუთრებით მკვეთრად ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში იგრძნობა. ქვემო ქართლში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური აზერბაიჯანელია, 1153 მასწავლებელი 61 წელს გადაცილებულია. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის 2015 წლის ანგარიშის თანახმად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში დასაქმებულ მასწავლებელთა 58,6% 50 წელზე მეტი ხნისაა, 16,5% - 35 წლამდე ასაკის, 30% კი პენსიონერია. არაქართულენოვან სკოლებში ამჟამად დასაქმებული 36 მასწავლებელი 1923-1930 წლებშია დაბადებული. მათგან 31 ქვემო ქართლში მუშაობს.
პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აზერ სულეიმანოვი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანულენოვანი სკოლების შემცირების მთავარი მიზეზი სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობა და იქ არსებული განათლების დაბალი ხარისხია:
"სკოლებში კვალიფიციური პედაგოგების დეფიციტია. რამდენჯერმე მივმართე აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს ახალგაზრდა მასწავლებლების მომზადებაში დახმარების მიზნით, თუმცა ჯერ-ჯერობით ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ამჟამად არსებული აზერბაიჯანულენოვანი სკოლების უმეტესობა ბავშვებს სათანადო განათლებას ვერ აძლევს. იქ შეძენილი ცოდნით ისინი აზერბაიჯანის ტექნიკურ სასწავლებლებშიც კი ვერ აბარებენ. ამის გამოა, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელების დიდ ნაწილს ბავშვები სასწავლებლად ქართულ სკოლაში შეჰყავს და აზერბაიჯანულენოვანი სკოლები იხურება."
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის მონაცემებით, არაქართულენოვანი სკოლების რაოდენობა 2004 წლიდან 2014 წლამდე საგრძნობლად შემცირდა. ასე მაგალითად, თუ 2004-2005 წლებში საქართველოში 150 აზერბაიჯანული სკოლა იყო, 2014 წელს მათი რაოდენობა 85-მდე შემცირდა. თუმცა, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის ინფორმაციით, სკოლები დაიხურა არა ეთნიკური ნიშნით, არამედ ოპტიმიზაციის შედეგად. ზოგადად, ოპტიმიზაციის გამო, 2004-2014 წლებში საქართველოში სკოლების რაოდენობა 3500-დან 2084-მდე (40%-ით) შემცირდა.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები