ჭექა-ქუხილს შეიძლება მოჰყვეს ელვა, ძლიერი წვიმა, ქარი და ზოგჯერ ციდან ჩამოცვენილი ყინული. ამ ყინულს ჩვენ სეტყვას ვეძახით.

სეტყვისგან წარმოქმნილი ყინულის ბურთულა შეიძლება იმდენად დიდი იყოს, რომ დააზიანოს როგორც ადამიანი, ისე ინფრასტრუქტურა.

სეტყვა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც დედამიწის ზედაპირის დათბობა იწვევს წყლის აორთქლებას. აორთქლილი წყალი საბოლოოდ ატმოსფეროში აღწევს, სადაც ის იყინება.

სეტყვის წარმოქმნა ძირითადად ორი გზით ხდება: ეს შეიძლება მოხდეს მშრალად ან ნესტიანად.

ნესტი

ეს ხდება მაშინ, როცა სეტყვის მარცვალზე წყლის წვეთები ეცემა და ის ვერ იყინება მყისიერად. ამის ნაცვლად, წვეთი გარს ეკვრის მარცვალს და ნელ-ნელა იყინება. ეს ქმნის სუფთად გამჭვირვალე, მყარი ფენის სტრუქტურას.

ერთი სიტყვით, ასეთ დროს სეტყვის მარცვალი ნელა იყინება და მისი შიდა სტრუქტურა გამჭვირვალეა.

ფოტო: Getty Images

მშრალი

სეტყვა შეიძლება იყოს მშრალი, როდესაც ტემპერატურა საკმარისად დაბალია და წყლის წვეთები წამიერად იყინება. ასეთ დროს ყინულის ბირთვი წარმოიქმნება, რომელიც ნაკლებად გამჭვირვალეა.

ზომები

სეტყვა შეიძლება გაიზომოს მისი დიამეტრით.

ფოტო: CNN

სეტყვა ზომაში იზრდება მაშინ, როცა ღრუბელში ძლიერი ჰაერის ნაკადი მას დიდხანს აჩერებს ისე, რომ უფრო კარგად გაიყინოს. როდესაც ჰაერი ვეღარ აკავებს სეტყვას, ის ძირს ეცემა.

მეორე მხრივ, ჭექა-ქუხილის დროს სეტყვა შეიძლება მალე არ დაეშვას ძირს, რა დროსაც ის ზომაში სულ უფრო იზრდება.

საბოლოოდ, როდესაც ყინული ზომაში საკმარისად იზრდება, ის ძირს ეცემა და შეიძლება დააზიანოს მანქანები, ფანჯრები და ადამიანები.

ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, სეტყვა, რომლის დიამეტრი დაახლოებით 10 სანტიმეტრია, მიწაზე დაეცემა 160 კმ/სთ-ის სიჩქარით.

ფოტო: CNN

ყველაზე დიდი სეტყვა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა, 2010 წელს ვივიანში, სამხრეთ დაკოტაში იყო. მიწაზე დაცვენილი ყინულის დიამეტრი ზოგ შემთხვევაში 20 სანტიმეტრიც კი იყო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.