28 მარტს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ "ლიგამუსში“ გაიმართება დოქტორ მერსი ტემბონის, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორის, საჯარო ლექცია:"სრული პოტენციალის რეალიზება – 21-ე საუკუნის უნარები"

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკა უპრეცედენტო ტემპით ვითარდება. ტექნოლოგიები და ინოვაციები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს სამუშაო გარემოზე. ავტომატიზაციის გამო მომავალში შესაძლოა, ბევრი პროფესია საერთოდ გაქრეს, ამჟამად დასაქმებულ პირებს კი პროფესიის შეცვლა მოუწიოთ, რადგან განსხვავებული უნარ-ჩვევები დასჭირდებათ. რა იქნება საჭირო მომავალში წარმატების მისაღწევად?

ლექციაზე განხილული იქნება მსოფლიო განვითარების 2018 წლის ანგარიშის Learning: To realize Education’s promise ძირითადი მესიჯები დასაქმებასა და პროდუქტიულობასთან დაკავშირებით.

დოქტორი მერსი ტემბონი 2015 წლის ოქტომბრიდან მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორია. იგი პასუხისმგებელია ეკომონიკურ რეფორმებთან დაკავშირებული დიალოგის წარმართვაზე, მსოფლიო ბანკის სტრატეგიების განვითარებაზე თითოეული ქვეყნისთვის, პროექტების პორტფოლიოსა და ტექნიკურ დახმარებაზე, მუშაობს სამხრეთ კავკასიაში სამხრეთ კავკასიაში ეკომონიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის საკითხებზე პარტნიორებსა და დაინტერესებულ მხარეებთან. დოქტორი ტემბონი მსოფლიო ბანკს 2000 წელს შეუერთდა განათლების სპეციალისტის სტატუსით და აქვს რიგ ქვეყნებში, მათ შორის კონფლიქტურ ქვეყნებში, ეკონომიკურ ზრდასა და სოციალური განვითარების საკითხებზე მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება. ახლანდელ თანამდებობამდე მ. ტემბონი იყო ბურუნდისა და ბურკინა ფასოს მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელი. იგი არაერთი პუბლიკაციის ავტორია განათლების, გენდერისა და ეკონომიკური ზრდის საკითხებზე; დოქტორი ტემბონი ფლობს განათლების ეკონომიკის დოქტორის ხარისხს ლონდონის უნივერსიტეტიდან და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს –ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის მმართველობის სკოლიდან.

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)
დრო: 28 მარტი, 18:30 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ლიგამუსი (ი. ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.