უცნაური ამბების მესამე სეზონის წარმოება მარტის ბოლოს იწყება. ნეტფლიქსის წარმომადგენლების თქმით, სერიალში "მამიკო სტივი" დაბრუნდება.

წარმატებული მეორე სეზონის შემდეგ, გადაღებებს ჯგუფი ზაფხულში დაიწყებს. სიუჟეტის 1985 წლის ზაფხულში განვითარდება, წინა სეზონის ისტორიიდან 1 წლის შემდეგ.

სერიალის დასაწყისში კვლავ ორი წყვილი იქნება - მაიკი და ილევენი და ლუკასი და მაქსი, თუმცა მსახიობებს, მილი ბობი ბრაუნს, ფინ ვოლფჰარდს, კალებ მაკლაფლინსა და სეიდი სინკს სცენარი ჯერ არ გადასცემიათ.

ფოტო: Netflix

"ორივე წყვილის ურთიერთობა ძლიერი იქნება, თუმცა ისინი 13-14 წლის ბავშვები არიან. სიყვარული ამ ასაკში მარტივი არაა და ეს არასტაბილურობა საინტერესო იქნება" - ამბობს შოუს ფესტივალი.

სიუჯეტში მნიშვნელოვანი როლი ექნება სტივსაც, რომელიც კვლავ ისეთი მზრუნველი იქნება, როგორც მეორე სეზონში.

ფოტო: Netflix

მესამე სეზონში ვიხილავთ უაინონა რაიდერს და სერიალში მის შეყვარებულსაც, რომელიც წინა სეზონში იღუპება.

ფოტო: Netflix

მესამე სეზონში, მსახიობებს ჰონორარი საგრძნობლად გაუზარდეს.

მესამე სეზონში ბრუნდება ლუკასის აბეზარი უმცროსი და ერიკა, რომლის როლსაც პრია ფერგიუსონი ასრულებს.

ფოტო: Netflix

სერიალში ახალ პერსონაჟს, რობინსაც ვიხილავთ, რომლის როლსაც უმა თურმანისა და ითან ჰოუკის შვილი, მაია ჰოუკი შეასრულებს.

A post shared by Maya Ray (@maya_hawke) on

გარდა ამისა, მესამე სეზონში შოუს სამი ახალი პერსონაჟი დაემატება:

ლარი კლინი - პოლიტიკოსი, რომელიც მხოლოდ საკუთარი მიზნებისა და კარიერისთვის მოქმედებს.

ბრიუსი - 50 წელს მიახლოვებული ახალი ამბების რეპორტიორი, რომელიც ხასიათდება სექსისტური განცხადებებით და ნადირობს სკანდალურ ამბებზე.

პატრისია ბრაუნი - ჯოისის 70 წელს გადაცილებული მეზობელი, რომელიც საკუთარი დროის ძირითად ნაწილს ბაღის მოვლასა და მეზობელ ბავშვებზე ზრუნვას უთმობს.

როგორც შოუს პროდიუსერი შონ ლევი ამბობს, მესამე სეზონი შესაძლოა მეორეს მსგავსად, 9 ეპიზოდით დაბრუნდეს.

როგორ დასრულდა მეორე სეზონი

უცნაური ამბების მეორე სეზონში ვილი პარალელური სამყაროდან ბრუნდება და მონსტრთან კავშირისგან გათავისუფლებულია. მაიკი, დასტინი, ლუკასი და ვილი ქალაქში ახალ გადმოსულ გოგოს, მაქსს უმეგობრდებიან. ილევენი თავის დედას პოულობს. მაიკის და ნენსი და ვილის ძმა ჯონათანი საბოლოოდ აღიარებენ ერთმანეთის მიმართ არსებულ გრძნობებს. სეზონის დასასრულს კი მაიკი და ილევენი ერთმანეთს ისევ ხვდებიან და ზამთრის მეჯლისზე ერთად მიდიან.

ფოტო: Netflix