6 მნიშვნელოვანი სატელევიზიო კოლაბორაცია, რომელსაც 2018 წელს ვნახავთ
ისევე როგორც შარშან, წლევანდელი წელიც დატვირთული იქნება ახალი საინტერესო სერიალების პრემიერებით. ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ წელს განსაკუთრებით ბევრია ისეთი პროექტი, რომელსაც მაყურებელი და ჟურნალისტები ერთნაირად ელიან. ტელეარხები ცდილობდნენ ერთმანეთისთვის დაესწროთ და ვარსკვლავების დათანხმებინათ საინტერესო სატელევიზიო პროექტებზე და ამას ახერხებდნენ კიდეც - ჯულია რობერტსი, ემი ადამსი, იზაბელ იუპერი და ა.შ. ეს არასრული ჩამონათვალია იმ A კლასის ვარსკვლავებისა, რომელთა ნახვასაც წელს ტელევიზიის ეკრანზე შევძლებთ.
გთავაზობთ 6 ყველაზე მნიშვნელოვანი სატელევიზიო კოლაბორაცია, რომელსაც 2018 წელს ვნახავთ.
ემი ადამსი და მარტი ნოქსონი (HBO)
ოსკარის ნომინანტი მსახიობი ემი ადამსი სულ მალე HBO-ს ახალ სერიალში Sharp Objects მთავარ როლს შეასრულებს.
ადამსი სერიალში რეპორტიორის როლს მოირგებს, რომელიც მის მშობლიურ ქალაქში ორი თინეიჯერი გოგონას სასტიკი მკვლელობის გასაშუქებლად ჩადის.
კამილა (ემი ადამსი) არასდროს საუბრობდა საკუთარ წარსულზე, მის მშობლებზე და ძმაზე, თუმცა ქალაქში დაბრუნებისას ძველ სახლში დარჩენა მოუწევს და გადარჩენისთვის საკუთარ წარსულში, აწმყოსა და მომავალში გარკვევა დასჭირდება.
სერიალის სიუჟეტი ჯილიან ფლინის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება, რომელსაც ეკუთვნის ისეთი გახმაურებული წიგნი როგორიცაა Gone Girl, მისი ეკრანიზაცია დეივიდ ფინჩერმა 2014 წელს გადაიღო. სერიალის რეჟისორად ჟან-მარკ ვალიც მოგვევლინება.
ჯულია რობერტსი და სემ ისმაილი (Amazon)
Homecoming - ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ თრილერს ჯულია რობერტსის მონაწილეობით, რომელზე მუშაობაც Amazon-მა უკვე დაიწყო.
Homecoming-ის სცენარი Mr. Robot-ის შემქმნელ სემ ისმაილს ეკუთვნის და ის Gimlet Media-ს პოდკასტებზეა დაფუძნებული, რომელშიც ჯარისკაცები ყვებიან თუ როგორ ადაპტირდნენ გარემოსთან ომიდან დაბრუნების შემდეგ.
ჯულია რობერტსი პოლიტიკურ თრილერში სამთავრობო აგენტის როლს შეასრულებს, რომელიც ჯარისკაცებს ზედამხედველობას უწევს.
ჯულიას სერიალში პარტნიორობას დერმოტ მალრუნი გაუწევს, რომელიც ჯულიას უახლოესი მეგობარი და ეკრანული მეწყვილეა. მათ ერთად ითამაშეს ფილმებში "ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი" და "აგვისტო: ოსეიჯის საგრაფო".
მალრუნი სერიალში ჯულიას პერსონაჟის შეყვარებულის როლს შეასრულებს.
სერიალის პირველ სეზონში ათი სერია იქნება. ჯულია რობერტსთან და დერმოტ მალრუნთან ერთად კი ახალ შოუში ვიხილავთ: ბობი კანავალე და სტეფან ჯეიმსი.
ჯიმ კერი და მაიკლ გონდრი (Showtime)
1990-2001 წლებში მსახიობი ჯიმ კერი კომედიურ სერიალში, In Living Color, მთავარ როლს ასრულებდა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კი საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ საკუთარი ძალა ტელევიზიაში კიდევ ერთხელ მოსინჯოს და Showtime-ის სერიალში, Kidding, მთავარი როლი შეასრულოს.
შოუს სიუჟეტი საბავშვო გადაცემის წამყვან ჯეფ პიქლესის (ჯიმ კერი) გარშემო ვითარდება, რომლის კარიერასა და პირად ცხოვრებაშიც ბევრი უსიამოვნება ხდება და ხვდება, რომ ცხოვრება სინამდვილეში სულაც არ ჰგავს იმ ზღაპარს, როგორც აქამდე ეგონა.
სერიალის თითოეული ეპიზოდის ქრონომეტრაჟი 30 წუთი იქნება, პირველ სეზონში კი ათი სერია იქნება.
ემა სტოუნი, ჯასტინ ტერუ და კერი ფუკუნაგა (Netflix)
ჰოლივუდის ვარსკვლავები სალი ფილდი, ემა სტოუნი, ჯონა ჰილი და ჯასტინ ტერუ ნეტფლიქსის ახალი სერიალში, Maniac, ერთად თამაშობენ.
ახალი კომედიური დრამის სცენარს პატრიკ სამერველი დაწერს, მისი სიუჟეტი და 2014 წლის ნორვეგიულ სერიალზე იქნება დაფუძნებული და ის ფსიქიატრიულის პაციენტებზე მოგვითხრობს, რომლებიც საკუთარ ფანტაზიაში ახალ ცხოვრებას იწყებენ.
ჯენიფერ ჯეისონ ლი, ბენედიქტ კამბერბეჩი და ედვარდ ბერგერი (Showtime)
Showtime ახალი მინისერიალის, Patrick Melrose-ის, პრემიერსთვის ემზადება, რომელშიც მთავარ როლებს ოსკარის ნომინანტი მსახიობი ჯენიფერ ჯეისონ ლი და შერლოკის ვარსკვლავი ბენედიქტ კამბერბეჩი შეასრულებენ.
სერიალი ედვარდ აუბინის რომანის, Patrick Melrose-ის, ეკრანიზაცია იქნება, რომელიც მაღალი კლასის საზოგადოების ბნელ საქმეებსა და ძალადობრივ ქცევებზე მოგვითხრობს. მთავარი პერსონაჟი, რომელსაც ბავშვობაში უამრავი ტრავმა მიაყენეს, ამ ყველაფრისგან თავის დაღწევას ცდილობს.
როგორც ცნობილია ჯენიფერ ჯეისონ ლი სერიალში მოძალადე დადის, ბენედიქტი კი მისი შვილის როლს შეასრულებს.
იზაბელ იუპერი და მეთიუ ვეინერი (AMAZON)
ლეგენდარულ ფრანგ მსახიობს, იზაბელ იუპერსი Mad Men-ის შემქმნელის მეთიუ ვეინერის ახალ დრამაში The Romanoffs, რომელსაც ამაზონი გადაიღებს, მთავარ როლს შეასრულებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ იუპერს პარტნიორობას სწორედ Mad Men-ის ორი ვარსკვლავი კრისტინა ჰედრიკსი და ჯონ სლატერი გაუწევენ.
მეთიუ ვეინერის ახალ სერიალში მოქმედება თანამედროვე ეპოქაში ხდება, თუმცა ის იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებსაც თავი რომანოვების შთამომავლები ჰგონიათ.
როგორც იცით, 1918 წლის ივლისში რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორე თავის ხუთ შვილთან და ცოლთან, იმპერატრიცა ალექსანდრასთან ერთად დახოცეს. ამ ღამესთან დაკავშირებით არსებობს, ერთი თეორია, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი შვილი გადარჩა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები