არა ფობიას! რუსთავი 2-ის მოვლენებზე: სახელმწიფომ ექსტრემიზმთან ბრძოლის პოლიტიკა უნდა დასახოს
სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" 19 მარტს რუსთავი 2-თან განვითარებულ მოვლენებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებას ითხოვს და იქონიონ მკაცრი პოლიტიკა ნებისმიერი იმ ქმედების მიმართ, რომელიც შეიცავს ძალადობას, მიმართულია ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.
პლატფორმაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული მარშის წევრები მსგავსად მოიქცნენ:
"მათი მხრიდან გამოვლენილი დანაშაულებრივი ხასიათის ქმედებები და თებერვალში დაანონსებული ე.წ. სახალხო პატრულის შემოღების ინიციატივა ცხადჰყოფს, რომ ისინი კვლავაც გააგრძელებენ ნებისმიერი მათთვის მიუღებელი ადამიანის ფიზიკურ შეურაცხყოფას და ეცდებიან განსხვავებული აზრის დანაშაულებრივი გზით ჩახშობას".
მათი თქმით, რუსთავი 2-თან განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ სახელმწიფომ ექსტრემიზმთან ბრძოლის პოლიტიკა უნდა დასახოს.
"დაუშვებლად მიგვაჩნია ე.წ. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის თავიდან აცილების მოტივით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. გამოხატვის თავისუფლების ძირითად არსს წარმოადგენს სწორედ შესაძლებლობა, გვქონდეს მათ შორის კრიტიკული, შოკისმომგვრელი და თუნდაც შეურაცხმყოფელი აზრის გამოხატვის უფლება", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე განმარტებით, რელიგიური გრძნობები ვერ იქნება ის საფუძველი, რომელიც გაამართლებს ამგვარ შეზღუდვას:
"ნებისმიერი ასეთი მცდელობა ახალისებს "ინკვიზიციური" წარსულის აღდგენას, რომელიც აუცილებლად იქონიებს მსუსხავ ეფექტს საზოგადოებაში ჯანსაღი კრიტიკის არსებობაზე".
პლატფორმა მიმართავს შსს-ს, რათა უწყება შეხვდეს ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და გააცნოს, თუ რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღდეგ საბრძოლველად და მიაწოდოს ინფორმაცია ამგვარ დანაშაულებზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
ხელმომწერები:
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement);
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
- საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI);
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
- საფარი;
- მედიის განვითარების ფონდი (MDF).
გაიგეთ მეტი:
- რუსთავი 2-თან მომხდარი ინციდენტის გამო კიდევ 5 პირი დააკავეს
- გიორგი გაბუნია: მე არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას
- ქართული მარშის წევრებმა გიორგი გაბუნიას მანქანას ალყა შემოარტყეს და შეურაცხყოფა მიაყენეს
- ნიკა გვარამია: რუსთავი 2-ის შენობასთან ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს
- გვარამია: რელიგიური გრძნობების შელახვის გამო ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ საყვედური მიიღო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები