კრისტენ სტიუარტი "უნას" რეჟისორის, ბენედიქტ ენდრიუსის ახალ პოლიტიკურ დრამაში, 60-70-იანი წლების ევროპული კინოს ამერიკელი ლეგენდის, ჯინ სიბერგის როლს შეასრულებს.

Against All Enemies - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც რეალურ ამბავზე იქნება დაფუძნებული და ის სიბერგის ცხოვრების ბოლო წლებზე იქნება. მსახიობი 1979 წლის აგვისტოში დაკარგულად გამოაცხადეს და 11 დღიანი ძებნის შემდეგ 40 წლის ჯინი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, ხელში წერილი ეჭირა: "ბოდიში, მაგრამ ასეთი ნერვებით აღარ შემიძლია სიცოცხლე", როგორც გამოძიებამ დაადგინა მსახიობმა თვითმკვლელობის მიზნით აბების დოზას გადააჭარბა.

60-იან წლებში მსახიობი პოლიტიკით დაინტერესდა და იბრძოდა რასიზმის წინააღმდეგ, სწორედ ამიტომ მსახიობის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა ჭორები, რომ მისი მკვლელობა პოლიტიკურ მიზეზებს უკავშირდებოდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია ფილმის გამოსვლის თარიღი.