რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მსჯავრდებულ დეკანოზს გიორგი მამალაძეს შეხვდა.

ნიკა გვარამია ე.წ. მატროსოვის ციხეში, ადვოკატის სტატუსით იმყოფებოდა და დეკანოზს ორი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა.

"ამ წუთში გამოვედი მატროსოვის ციხიდან. მისივე თხოვნით ადვოკატის სტატუსით შევხვდი დეკანოზ მამალაძეს. ღრმა შოკში ვარ არა მარტო მოსმენილით, ცხოვრებაში პირველად 2 საათი ვესაუბრებოდი ნამდვილ მძევალს", - დაწერა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელ ფეისბუქში.