კვირიკაშვილი: კერის ვიზიტი არის საქართველოს მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის გზაზე
ფოტო: გიორგი კვირიკაშვილი / Facebook
თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავება, საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამა, USAID-ის ახალი პროექტი საოკუპაციო ხაზის მიდამოებში და წინასაარჩევნო გარემო საქართველოში - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც დღეს საქართველოსა და აშშ-ს წარმომადგენლებმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ისაუბრეს.
კვირიკაშვილის თქმით, აღნიშული ვიზიტი არის ორ ქვეყანას შორის აქტიური სტრატეგიული თანამშრომლობის და პარტნიორობის კიდევ ერთი, ნათელი დადასტურება:
"ამასთან, ბატონი კერის ვიზიტი ნატოს ვარშავის სამიტის წინ წარმოადგენს საქართველოს მხარდაჭრას ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე".
როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმს მოაწერეს, რომელიც თანამშრომლობის იმ სფეროებს მოიცავს, რომლებიც კრიტიკულია უსაფრთხოების გაძლიერებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის:
"აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერა, რომელიც გააღრმავებს საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო ფულბრაიტის გაცვლითი პროგრამის გაფართოებას აკადემიური მიმართულებით. აღნიშნულის შედეგად უფრო მეტ ქართველ სტუდენტს და მკვლევარს შეუძლია გახდეს პროგრამის სტიპენდიანტი".
კვირიკაშვილის თქმით, ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა განიხილეს USAID-ს ახალი პროექტი - ზრდა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზის მიდამოებში, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას:
"წინასწარი გათვლებით, ქვეყნის 5 რეგიონში შეიქმნება 2000-მდე ახალი სამუშაო ადგილი".
კვირიკავილმა ასევე განაცხადა, რომ ვრცლად განიხილეს საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ეკონომიკური კუთხით მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით აშშ-ს ჩრთულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას:
"ვისაუბრეთ ასევე საქართელოს საპარლამენტო არჩვენების გამჭვირვალე და მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობასა და მასში ამერიკული ორგანიზაციებისა და სადამკვირვებლო მისიების ჩართულობაზე".
კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სხდომაზე შეაჯამეს ქარტიის ფარგლებში მიმდინარე წელს ჩატარებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობა ეკონომიკის, ვაჭრობის ენერგეტიკის, დემოკრატიისა და მმართველობის მიმართულებით:
"დავსახეთ წლის ბოლომდე დაგეგმილი თავდაცვის და უსაფრთხოების, ასევე ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურათა გაცვლითი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის პრიორიტტები. დღევანდელმა შეხვედრამ შედეგები მოიტანა ორმხივი თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით".
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს დღეს ეწვია. დღესვე ხელი მოეწერა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ჯონ კერი საქართველოს 7 ივლისს დატოვებს.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები