ვარსკვლავური ომების პოსტერები, რომლებიც რკინის ფარდის აქეთ დაიხატა
სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ჰოლივუდის ფილმებს პრემიერის შემდეგ რამდენიმეწლიანი დაგვიანებით აჩვენებდნენ. გამონაკლისი არც ვარსკვლავური ომების საგა ყოფილა. მაგალითად, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა საბჭოთა კავშირის კინოთეატრებში პირველად 1988 წელს აჩვენეს, თუმცა ფილმი 1980 წელს გამოვიდა.
რკინის ფარდის აქეთ მყოფი მხატვრები საგის პირველი ფილმის პოსტერების შექმნას ენთუზიაზმით შეუდგნენ. მათ მიერ შექმნილი პოსტერები კი დღემდე დიდ ინტერესს იწვევს.
უნგრული პოსტერები
ვარსკვლავური ომები უნგრეთის კინოთეატრების დიდ ეკრანებზე პირველად სამწლიანი დაგვიანებით, 1980 წელს აჩვენეს. მხატვარმა თიბორ ჰელენმა, ფილმის საკუთარი ხედვა შემოგვთავაზა და პოსტერში ლურჯი, ნარინჯისფერი და წითელი ფერები გამოიყენა.
დართ ვეიდერის ჩაფხუტი კადილაკის რადიატორის გისოსებს დაემსგავსა, ხოლო მის მარჯვენა მხარეს უცნაური ხვლიკისმაგვარი არსება მიახატა. ფილმში ასეთი არსება არ გვხვდება, თუმცა პოსტერის ავტორმა ჩათვალა, რომ ვარსკვლავური ომების სამყაროში ნებისმიერი უცხოპლანეტელი შეიძლება შეგვხვდეს.
ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ შეიძლება ერთგვარი მინიშნებაა იმისა, რომ ძველი სცენარით ჰან სოლო ხვლიკი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯორჯ ლუკასმა ის ადამიანად "გადააქცია" და მის როლზე ჰარისონ ფორდი მოიწვია.
პოსტერში, პირველ რიგში, სულ სხვანაირად გვევლინება ჩუბაკა, საკმაოდ უცნაური ენით. მარცხენა კუთხეში გამოგონებელი ცხოველი ბანთა კი ყველა სხვა არსებაზე უფრო საშიშია. C-3PO-ს კი ზედმეტად დეტალიზებულია.
საბჭოური რუსული პოსტერები
საბჭოთა კავშირში ვარსკვლავური ომები დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული იყო, თუმცა შავ ბაზარზე პირატული ასლები იყიდებოდა და მსურველებმა მისი ნახვა 80-იანების დასაწყისში ისედაც მოახერხეს.
როდესაც ფილმები დაუშვეს, მხტავრებმა იური ბოკსერმა და ალექსანდრ ჩანცევმა პოსტერების სერია შექმნეს, რომელიც ეხმიანება ვარსკვლავურ ომებს, როგორც კოსმოსურ ვესტერნს.
პოსტერზე გამოსახული არც ერთი უცხოპლანეტელი ფილმში არ არის, თუმცა თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო.
დართ ვეიდერის ჩაფხუტი იაგურის სახეს ჰგავს. ასევე, პოსტერის გარშემო იეროგლიფური წარწერებია გაკეთებული. მანამდე, ვარსკვლავური ომების არც ერთ ფილმში იისფერი ლაითსეიბერი გამოყენებული არ ყოფილა. იქნებ ლუკასმა ნახა პოსტერი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა მისი გამოყენება?
პოლონური პოსტერები მეხუთე ეპიზოდისთვის
რომ არა ქვედა ნაწილში მითითებული სახელები და გვარები, ვერაფრით მიხვდებოდით, რომ ეს ვარსკვლავური ომების სიკველის, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმის პოსტერია.
იქიდან გამომდინარე, რომ ადრეული საბჭოური პროპაგანდისტული პოსტერები მსგავს სტილში მზადდებოდა, დასავლეთში ეს აფიშა ავტორიტარიზმის ასოციაციას დატოვებდა.
უნგრული პოსტერი მეხუთე ეპიზოდისთვის
მეხუთე ეპიზოდის პოსტერის შექმნაც თიბორ ჰელენს ანდეს. ამ შემთხვევაში გამოგონილი არსებების ნაცვლად, მხატვარმა აქცენტი ვარსკვლავურ გამანადგურებელსა და დართ ვეიდერზე გააკეთა.
უნგრული პოსტერი მეექვსე ეპიზოდისთვის
VI ეპიზოდი: ჯედაის დაბრუნების პოსტერზე ისევ ჩნდება ხვლიკისმაგვარი არსება, რომელიც საგაში მანამდე არ ყოფილა. თუმცა საინტერესო ისაა, რომ დართ ვეიდერის თვალი ნელ-ნელა სიკვდილის ვარსკვლავად იქცევა.
პოსტერის ავტორი ისევ თირობ ჰელენია.
საბჭოური რუსული პოსტერი მეექვსე ეპიზოდისთვის
ამ პოსტერში ბოკსერმა და ჩანცევმა დიდი ყურადღება დაუთმეს ჯაბა ჰატს, რომელსაც აფიშის ნახევარი უჭირავს, ხოლო მის თავზე სიკვდილის ვარსკვლავი არის განთავსებული.
პოლონური პოსტერი მეექვსე ეპიზოდისთვის
ვეიდერის ჩაფხუტის განადგურება ჯედაის დაბრუნების სპოილერზე მიანიშნებს. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ჩაფხუტის ასეთი ფორმა მხოლოდ 31 წლის შემდეგ მეშვიდე ეპიზოდში ძალის გამოღვიძებაში გამოჩნდება.
თუ დავაკვირდებით, ჩაფხუტის დეტალები, რომლებიც ფეთქდება, ძალიან ჰგავს კინოკამერის დეტალების. ეს მინიშნება ხომ არაა იმისა, რომ ვარსკვლავურმა ომებმა კინო არსებული გაგებით "გაანადგურეს" და გლობალური კინოინდუტრია აღარსდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები