10 საინტერესო კითხვა, რომელზე პასუხიც ჯერ არავის გაუცია
ჩვენს ძალიან საინტერესო და ამოუცნობ სამყაროში უამრავი კითხვა და მათზე არანაკლებ საინტერესო პასუხი არსებობს. ადამიანების ცნობისმოყვარეობა კი, რა თქმა უნდა, არასდროს კმაყოფილდება და ყოველთვის იმაზე მეტის გაგება გვსურს, ვიდრე ვიცით.
რა გველოდება მომავალში, დავამარცხებთ თუ არა სიბერეს, რომელიც ასე გვაწუხებს, სად იწყება და მთავრდება სამყარო - წარმოგიდგენთ ამ და სხვა საინტერესო კითხვებს, რომელზე ამომწურავი პასუხიც, სამწუხაროდ ჯერ არავის გაუცია.
1. რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
ბიოლოგიური ორგანიზმის სიცოცხლის დასასრული, ანუ სიკვდილი, ადამიანებისათვის დღემდე ამოუცნობ მოვლენად რჩება, რადგან არავინ იცის, ამის შემდეგ რა გველოდება. არსებობს მოსაზრებები სამოთხის, რეინკარნაციისა თუ უბრალოდ გაქრობის შესახებ, მაგრამ სიკვდილზე დანამდვილებით რამის თქმა თითქმის შეუძლებელია.
2. აქვს თუ არა სამყაროს დასასრული?
მატერიალური ნაწილაკებისა და მათ შორის არსებული სივრცის ერთობლიობას სამყაროს უწოდებენ, თუმცა, ალბათ, ხშირად გაგჩენიათ კითხვა, თუ სად იწყება ან სად არის მისი დასასრული. დაგაიმედებთ და გეტყვით, რომ აღნიშნული საკითხის გასარკვევად მსოფლიოში უამრავი მეცნიერი უკვე მუშაობს.
3. პირველი ქათამი გაჩნდა თუ კვერცხი?
ეს არის კითხვა, რომელზე პასუხიც მთელ მსოფლიოს აინტერესებს. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ფრინველმა, რომელიც არ იყო ქათამი, დადო "მუტირებული" კვერცხი, რომლიდანაც გამოიჩეკა ქათამი. თუმცა, ამ თეორიას ჯერ კიდევ სჭირდება გადამოწმება.
4. როგორი იქნება მსოფლი მომავალში?
მსოფლიო განვითარების გზაზე საკმაოდ დიდ წარმატებებს აღწევს, მაგრამ მომავლის წინასწარმეტყველება ჯერაც შეუძლებელია.
5. როგორ შევქმნათ ხელოვნური ინტელექტი?
მართალია, ხელოვნური ინტელექტის კუთხით გარკვეული წინსვლა გვაქვს, მაგრამ დამაჯერებელი ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანისგან ვერ გაარჩევთ, ჯერ არ შექმნილა.
6. შესაძლებელია სიბერის დამარცხება?
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უფრო და უფრო მეტს ვიგებთ სიბერის გამომწვევი მიზეზების შესახებ, დაბერება ადამიანებისათვის ჯერჯერობით მაინც შეუქცევადი ბიოლოგიური პროცესია.
7. რა არის და როგორ გაჩნდა სიცოცხლე?
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა სხვაობაა ცოცხალ და არაცოცხალ სხეულებს შორის, თუმცა არსებობს შანსი იმისა, რომ მეცნიერებმა ვერასდროს დაადგინონ, თუ პირველად საიდან და როგორ გაჩნდა სიცოცხლე.
8. რატომ მოგვწონს მუსიკა?
ადამიანების უმრავლესობას ძალიან უყვარს მუსიკის შექმნა და მოსმენაც, თუმცა პირველად საიდან გაჩნდა მისდამი ასეთი დიდი სიყვარული არავინ იცის. არსებობს მოსაზრება, რომ მუსიკა ადამიანებს შორის კომუნიკაციისა და სერთო ინტერესების გასაღვივებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო, რაც მათ გონებრივ განვითარებასაც უწყობდა ხელს.
9. და უცხოპლანეტელებზე რა ხდება?
მიუხედავად იმისა, რომ ილონ მასკმა უცხოპლანეტელებისათვის ტესლას მანქანით კოსმოსში საიდუმლო გზავნილი უკვე გააგზავნა, მათი არსებობის შესახებ ჯერ არაფერი ვიცით.
10. არსებობს კითხვა, რომელიც ჯერ არ დასმულა?
ზემოთ წამოჭრილი საკმაოდ სეროზული საკითხების ფონზე, მეათე კითხვა შეიძლება სასაცილოდაც კი მოგეჩვენოთ, თუმცა ობიექტურად საინტერესოა, არსებობს თუ არა მსოფლიოში ისეთი კითხვა, რომელიც ჯერ არ დასმულა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები