ვაკეში, ჭავჭავაძის 37-ში, ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ადგილზე რვა სახანძარო-სამაშველო ბრიგადა გავიდა. ჯერჯერობით ცეცხლის ლოკალიზება მიმდინარეობს.

მომხდარზე სხვა დეტალები და ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.