რუსეთის ექსპერიმენტული ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერები სამსახურებრივი სუპერკომპიუტერით კრიპტოვალუტის მოპოვების ბრალდებით დააკავეს. დაკავების ფაქტი ჟურნალისტებს დაუდასტურა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა. უწყებაში დაკავებული პირების რაოდენობა არ დაუზუსტებიათ. შემთხვევა 9 თებერვალს საროვის მხარეში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Interfax ავრცელებს.

"მსგავსი შემთხვევები უკანასკნელი თვეების განმავლობაში არაერთი დიდი კომპანიის შემთხვევაში გამოვლინდა, განსაკუთრებით იქ, სადაც მაღალი გამომთვლელი სისწრაფის და სიდიდის კომპიუტერები არსებობს, მაგრამ სახელმწიფო უწყებების შემთხვევაში ყოველ ფაქტი დროულად გამოვლინდა და აღიკვეთა. სახელმწიფო უწყებების შემთხვევაში ეს ყოვლად უპერსპექტივო და სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა", - ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

ბიტკოინის გამოსამუშავებლად მაღალი სიმძღლავრის კომპიუტერები სჭირდება, რომლებიც ეფექტურად ამოხსნიან რთულ მათემატიკურ ამოცანებს. ბირთვული იარაღის შესაქმნელი კომპიუტერებით კრიპროვალუტის გამომუშავება კი მასში არებულ ინფორმაციას დაუცველს ხდიდა.

საროვს საბჭოთა დროიდან დახურული და სამხედრო ოლქის სტატუსი აქვს. ტერიტორია შემოსაზღვრულია ბეტონის კედლებითა და ეკლიანი მავთულით. სამხედრო ზონაში შესვლა მხოლოდ მკაცრი კონტროლის გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. სწორედ აქ მდებარეობს ქალაქი სახელად არზამას-16. 1949 წელს არზამას16- ის ტერიტორიაზე დაამზადეს პირველი საბჭოთა ბირთვული იარაღი. დღემდე ქალაქი რუსეთის ბირთვული შეიარაღების წარმოების უმთავრესი წერტილია.

გარდა ამისა, საროვში დახურული სამხედრო ბირთვული კომპლექსის ტერიტორიაზეა მართმადიდებელ მამათა მონასტერია. ამ ადგილზე 300-ზე მეტი სასულიერო პირი მსახურობს და ცხოვრობს. აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მართმადიდებელი ბერი სერაფიმ საროველიც