მართალია შრამებითა და ნაიარევებით დაფარული საკუთარი სხეული ადამიანებში ხშირად დიკომფორტის განცდას იწვევს, თუმცა ვეცდებით დაგარწმუნოთ, რომ საგანგაშო არაფერია და სხეული, საინტერესო და მიმზიდველი ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება იყოს.

სოფია მეინი ბრიტანელი ფოტოგრაფია, რომელიც საკუთარი ფოტოპროქტით "ნაიარევს მიღმა" ადამიანების პირად ისტორიებს გვიყვება და თითოეული მათგანი ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას.

"პროექტზე მუშაობისას, ადამიანებში ინდივიდუალიზმისა და რაღაც ამოუცნობის აღმოჩენა მსურდა. შედეგით კი ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ნაიარევს მიღმა დამალული ისტორიები, ნამდვილად საინტერესო და დამაფიქრებელია" - ამბობს სოფია.

1. მაია

ფოტო: sophiemayanne

მაიას 18 თვეა რაც ბულოზური ეპიდერმოლიზის დიაგნოზი დაუსვეს, მას შემდეგ გოგოს ცხოვრება გართულდა, თუმცა ის დანებებას არ აპირებს და საკუთარი სიმამაცითა და გახსნილობით სხვა ადამიანების დახმარებას ცდილობს.

2. მერსი

მერსის სხეულმა 29 წლის ასაკში მძიმე ტრამვა მიიღო, მას სხეულის დიდ ნაწილზე მძიმე დამწვრობა ჰქონდა.

3. აგნესი

1997 წელს, მაშინ როდესაც აგნესი 7 წლის იყო სახე დაეწვა. ის ახლა 27 წლის არის და უკვე საკუთარ ნაიარევთან ერთად კომფორტული ცხოვრება ისწავლა.

4. მეგანი

მეგანს 14 წლის ასაკში ცხენზე ჯირითის დროს სახეზე საკმაოდ დიდი ნაიარევი დარჩა.

5. სუზანა

სუზანას ხელის ორივე კიდური დაბადებიდან მოკლე აქვს.

6. ბინთუ

ბინთუს ნაიარევი ცხელი ჩაის შემთხვევით გადასხმის შემდეგია, დღეს ქალი თამამად პოზირებს კამერის წინ და სულაც არ სურს სხეულის რომელიმე ნაწილი დამალოს.

7. ქლოი

ქლოის მარჯვენა კიდურზე ბევრი ნაიარევი აქვს, მან თინეიჯერობისას საკუთარ სხეულს ნაიარევი თავადვე მიაყენა.

8. ადელი

ადელს, 2014 წელს შემაერთებელი ქსოვილების სიმსივნე ანუ სარკომას დიაგნოზი დაუდგინეს. ხანგრძლივი მკურნალობისა და არაერთი ოპერაციის შემდეგ ახლა ის გაცილებით უკეთ გრძნობს თავს, რადგან ყველანაირი განსაცდელი წარსულს მიაბარა.

9. სემი

სემის ნაიარევი, იარაღით მიღებული ნაიარევის შემდეგ დარჩა.

10. აირისი

მიუხედავად იმისა რომ აირისმა რამდენიმე თითი დაკარგა, ის ახლა ძლიერი და დამოუკიდებელი ქალია, რისთვისაც დედმისს დიდ მადლობას უხდის.