ამერიკის კონიაკადემიის ისტორიაში, მხოლოდ ხუთმა ქალმა მოახერხა, რომ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზე წარედგინათ.

პირველად ქალი ამ კატეგორიაში 1997 წელს წარადგინეს. ლინა ვარმიულერმა ეს ნომინაცია Seven Beauties-ისთვის მიიღო, თავად ფილმი კი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში მოხვდა.

რაც შეეხება გამარჯვებას, ოსკარი მხოლოდ ერთმა, კეტრინ ბიგელოუმ მიიღო 2010 წელს ფილმისთვის - The Hurt Locker. ბიგელოუმ ამავე კატეგორიაში მეორე ნომინაცია 2013 წელს Zero Dark Thirty-ისთვისაც მიიღო.

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზე თავის დროზე ასევე წარადგინეს - ჯეინ კამპიონი და სოფია კოპოლა.

რაც შეეხება საუკეთესო ფილმის კატეგორიას, აქ მხოლოდ 12 ქალი რეჟისორის ფილმმა დაიმსახურა აკადემიის ყურადღება.

რანდა ჰაინესი - Children of a Lesser God

პენი მარშალი - Awakenings

ბარბარა სტრეიზანდი - The Prince of Tides

ჯეინ კამპიონი - The Piano

სოფია კოპოლა - Lost in Translation

ვალერია ფარისი და ჯონათან დეიტონი - Little Miss Sunshine

კეტრინ ბიგელოუ - The Hurt Locker

ლონე შერფიგი - An Education

ლიზა ჩოლოდენკო - The Kids Are All Right

დებრა გრანიკი - Winter's Bone

კეტრინ ბიგელოუ - Zero Dark Thirty

ავა დიუვერნეი - Selma