როგორ ხსნის ევოლუციური ბიოლოგია საფონდო ბირჟების არსს?
ეკონომისტებმა, კომპლექსური და ხშირად არამდგრადი ფინანსური სისტემების მოდელირებისთვის, ბიოლოგიის გამოყენება დაიწყეს.
2014 წლის 17 დეკემბერს, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, განაცხადა, რომ აშშ აღადგენდა საერთაშორისო ურთიერთობებს კუბასთან. მოსალოდნელი დიპლომატიური ძვრების გარდა, გადაწყვეტილებას ერთი უცნაური შედეგიც მოჰყვა: მნიშვნელოვნად გაიზარდა პატარა, დახურული საინვესტიციო ფონდის, CUBA-ს პოპულარობა.
მიუხედავად საერთო სახელისა, კუბაში CUBA-ს ჰოლდინგი უმნიშვნელოდ არის წარმოდგენილი და მცირე ღირებულება გააჩნია. ფინანსური კუთხით, არ არსებობს რაციონალური ახსნა თუ რატომ უნდა დაინტერესებულიყვნენ ინვესტორები ფონდის შეძენით, მითუმეტეს რომლის ფასმაც, აღნიშნულ დღეს, ორჯერ მოიმატა .
CUBA-ში განხორციელებული ინვესტიციები, გვახსენებს, რომ ბაზარი ყოველთვის "ეფექტური" არ არის: ინვესტორი ყოველთვის რაციონალურ გადაწყვეტილებებს არ იღებს, რადგან იგი, რისკით დაკორექტირებულ მაქსიმალური მოგების მომტან გზას ირჩევს. თუმცა, ხშირად რაციონალური, მათემატიკური მოდელების გამოყენებით, საფონდო ბირჟაზე ფასების წინასწარმეტყველება სავსებით შესაძლებელია. CUBA-ს მსგავსი შემთხვევები კი, ისევე როგორც მოულოდნელი ფასების ვარდნა ან ბირჟების ჩამოშლა, ხშირად არ ხდება.
ისეთ რთულ სისტემაში, როგორიც საფონდო ბირჟაა, რაციონალურობისა და ირაციონალურობის თანაარსებობა შესაძლებელი ხდება, ხოლო ეფექტური სტრატეგიის განსაზღვრა კი, მუდმივად ცვალებად გარემოებებზეა დამოკიდებული, ამბობს MIT-ის ბიზნეს სკოლის პროფესორი, ენდრიუ ლო.
კომპლექსური ფინანსური ბაზრების უკეთ აღსაქმელად, სულ უფრო მეტი ეკონომისტი სცდება ამ სფეროს ტრადიციული მოდელების, ფიზიკისა და მათემატიკის ფარგლებს და თითქოს საერთოს არ მქონე დისციპლინას - ევოლუციურ ბიოლოგიას მიმართავს. ბიოლოგიური ორგანიზმის მსგავსად, რომელიც ეკოსისტემაში ცხოვრობს, ფასიანი ქაღალდების ბაზარიც ქსელს წარმოადგენს. ადამიანის სხეულში არსებული უჯრედების ან კოლონიაში არსებული ბაქტერიის მსგავსად, ინვესტორები და კომპანიებიც შედიან კონკურენციასა და ურთერთკავშირში, ზემოქმედებენ ერთმანეთზე და გარემოსთან ადაპტირების მეშვეობით ცდილობენ გადარჩენას.
ამ, ეგრედ წოდებული, ადაპტაციური-ბაზრის მიდგომის, იგივე "ევოლუციური ეკონომიკის" მომხრეებს, სჯერათ, რომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს საინვესტიციო სტრატეგიისთვის, ფინანსური სისტემების მეტი სტაბილურობისათვის და ინოვაციის, ზრდისა და უთანასწორობის უკეთ გაგებისათვის.
ევოლუციური ეკონომიკის თეორია, ითვალისწინებს რა დროში მოვლენების ცვალებადობას, ერთმანეთს უთავსებს ბიჰევიორისტულ ეკონომიკურ მიდგომას - რომლიც იკვლევს ეკონომიკური გადაწყვეტილებების ფიქოლოგიურ ფაქტორებს - და ტრადიციული ეფექტური ბაზრის ეკონომიკას. ენდრიუ ლოს თქმით, რომელიც ავტორია წიგნისა ადაპტური ბაზრები, ცალ-ცალკე, აღნიშნული მიდგომები, სრულ სურათს ვერ ქმნიან.
ქსელების განსაკუთრებული თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ წარმოქმნიან ისეთ თვისებებს, რომელთა წინასწარ განსაზღვრა ურთერთკავშირის მიხედვით შეუძლებელია, ამბობს ლაურა რიდი, ალბამას უნივერსიტეტის ბიოლოგი, რომელიც ეკონომიკას არ იკვლევს. ეს წარმოქმნილი თვისებები, შესაძლებელია იყოს სასარგებლო; მაგალითად, როდესაც ქრაუდსორსინგის გამოყენებით ვიღებთ პრობლემის ინოვაციური გადაჭირის გზას; ანდა საზიანო, თუკი სხვა მიმართულებით განვითარდება; მაგალითად, თუკი მიიღებს ვირუსის ფორმას, რომელიც სხვა სახეობებთან ერთად, ადამიანსაც აინფიცირებს.
წარმოიდგინეთ ინვესტორების პანიკა, რომელმაც, შესაძლოა, ფინანსური აქტივების ერთდროული გამოტანით, საბანკო კრიზისი გამოიწვიოს, ან როგორც უფრო ხშირად ხდება, საფონდო ბირჟებზე იქონიოს გავლენა. მაგალითად, დოუ ჯონსის ინდექსის საშუალო მაჩვენებლის დაცემა, სისტემის სხვა მოთამაშეების ქცევაზეა დამოკიდებული, უფრო ზუსტად კი, ყოველი მათგანი აკვირდება და რეაგირებს გაყიდვების ტენდენციაზე. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისები რეგულარუალდ ხდება, მისი წამომწყები ნაპერწკალი ყოველთვის მოულოდნელია და ფინანსურ გურუებს დაუცველს ტოვებს ხოლმე, რაც იმით აიხსნება, რომ კრიზისები წარმოადგენს კომპლექსური სისტემიდან წარმოქმნილ თვისებას.
კომპლექსურ სისტემაში არასტაბილურობის წინასწარ განჭვრეტა რთულია და შესაბამისად, ევოლუციური ეკონომიკიური მიდგომის მთავარ შეზღუდვად გვევლინება. თუმცა, მოსალოდნელი შედეგების უკეთ განსასაზღვრად, აუცილებელია უშუალოდ სისტემის სტრუქტურაში გაცნობიერება, ამბობს რიდი, რომელიც ბიოლოგიურ სისტემას, ბუზების შემცირებული დიეტისა და შეზღუდული აქტივობის მაგალითზე შეისწავლის.
ევოლუციური აზროვნებისთვის, ისტორიის ცოდნაც აუცილებელია, ამბობს იგი. იმ ზემოქმედებების შეფასებით, რომლებიც ორგანიზმის ფორმაზე ახდენენ ზეგავლენას, შესაძლებელია განვსაზღვროთ თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში. ისევე როგორც ვირუსი იძენს მუტაციის შედეგად მდგრადობას ანტიბიოტიკების მიმართ, გრძელვადიანი ფინანსურ მოგებასაც, ინვესტირების სახით, სტატიკური სტრატეგიის სანაცვლად, შესაძლოა არსებულ ან მომავალში შექმნილ ახალ გარემოებებთან მოუწიოს ადაპტირება.
როგორც რიდი აღნიშნავს, ევოლუცია არა კარგად მორგებულთა გადარჩენას, არამედ "საუკეთესოთა" გადარჩევას გულისხმობს: ორგანიზმმა შეიძლება სწორი მახასიათებლების ხარჯზე გადალახოს კრიზისი, თუმცა მომავალში მაინც რისკის ქვეშ დარჩეს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გვესმოდეს მთლიანი ქსელი, რათა გამოვარკვიოთ თუ ვინ არის საუკეთესოდ მომზადებული სხვადასხვა სახის გამოწვევების გადასალახად, ან რომელ მათგანს შეუძლია სისტემურ ძალებზე ზემოქმედება, რათა უკეთ მოემსახუროს ქსელის შემადგენელ ინდივიდებს.
ისტორიულად, ეკონომისტები, ფიზიკის მიერ შემოთავაზებულ მოთხოვნა მიწოდების ალგორითმზე დაფუძნებულ ძალთა ბალანსის, ანუ ეკვილიბრიუმის იდეას ეყრდნობოდნენ - ამბობს ერიკ ბაინჰოკერი - ოქსფორდის უნივერსიტეტის ახალი ეკონომიკური აზროვნების ინსტიტუტის (INET) აღმასრულებელი დირექტორი. თუმცა, საფონდო ბირჟა ბალანსის მიღწევასა და შენარჩუნებას არ გულსხმობს; სინამდვილეში იგი დეკვილიბრიუმის იდეას ატარებს და ჰგავს გემს, რომელიც ხან ერთ კრიზისს უქცევს გვერდს და ხან მეორეს, და ამის ხარჯზე ცდილობს სწორი კურსის შენარჩუნებას.
ბაინჰოკერის თქმით, ნამდვილი მსოფლიო კრიზისები შესანიშნავ სასწავლო ლაბორატორიებს წარმოადგენს. მაგალითად, 2008 წელს, უდიდესი საინვესტიციო ბაკნის, Lehman Brothers-ის გაკოტრებამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია, რადგან იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული სხვა ინდუსტრიებთან. ამ მოვლენასთან შეიძლება დავაკავშიროთ ისეთი ბიოლოგიური კონცეფცია, როგორიც არის პლეიტროპია, რაც გულისხმობს იმას, რომ სიტემის შემადგენელობაში ყოველ კონკრეტულ ასპქტის, მრავალი ფუნქცია გააჩნია და მასზე იზოლაციური ზემოქმედება შეუძლებელია - იგი აუცილებლად გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას.
ბაინჰოკერი და მისი გუნდი ახალი თაობის მოდელებზე მუშაობენ, რათა წინაპირობებისა და ურთიერთკავშირების დადგენით, რაც ადამიანურ ქცევასაც ითვალისწინებს, განსაზღვრონ თუ როდის ხდება ბაზრების კოლაფსი და როგორ ხდება მისი გავცობა. გუნდის მიზანი ისეთი პოლიტიკის შემუშავებაა, რომელიც არსებული ქსელების რესტრუქტურიზებას მოახდენს, რათა ერთი მოთამაშე, მეორეზე ისე ძლიერ არ იყოს დამოკიდებული, რომ სისტემა მწყობრიდან გამოვიდეს. "პრობლემა თავის მხრივ იმდენად დიდი არ არის, რომ წარუმატებლობა გამოიწვიოს, მაგრამ ზედმეტად არის დამოკიდებული წარუმატებლობაზე," ამბობს ბაინჰოკერი.
INET-ში, ბეინჰოკერის კოლეგის, ჯ. დუეინ ფარმერის ხელმძღვანელობით ჩატარებულ კვლევა, 2008 წლის ფინანსური კრიზისს ეხება და მოდელირების მეშვეობით განხილულია თუ რა მოუვიდოდათ ბანკებს დღეს, თუკი მაშინდელი რეგულაციის პირობებში იარსებებდნენ. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ იმ წესების მიხედვით, რომლებიც კომპანიების კაპიტალის ოდენობასა და საბანკო სესხების მიმართებას აკონტროლებდნენ ე.წ. "ბუმისა და ვარდნის" ციკლი მუდმივად მეორდება. შედეგი ბაზრის მერყობისა და სტაბილურობის გაანგარიშების მიხედვით სესხის გაცემის მოდელირებამაც ვერ გამოიღო. თუმცა, როდესაც კომპანიები, ვითარების მიუხედავად, იძლებული იყვნენ განსაზღვრული რაოდენობის სესხი მიეღოთ, ბაზარმა დრამატული რყევები აღარ უჩვენა. ეს კი, იმის მაჩვენებელია, რომ კანონმდებლობის ცვლილებით, შეიძლება რისკის სრულიად აღმოფხვრა არა, მაგრამ მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია.
ამ მასშტაბში, ადაპტური-ბაზრის იდეას, შეუძლია, რომ კანონშემოქმედებს, სისტემის სტაბილიზირებისთვის, მარეგულირებელი კანონების შემუშავებაში დაეხამროს. უშუალოდ სისტემის მოდელირებისას, შესაძლებელია ახალი მახასიათებლებისა და თვისებების წარმოქმნის შემჩნევა, რაც თავად სისტემას შეამზადებს მოსალოდნელი საფრთხისთვის და შეამცირებს რყევებს სავაჭრო ციკლში - ამბობს ენდრიუ ლო.
ინდივიდუალურ დონეზე კი, შედარებით ზუსტი ფინანსური ბაზრის დინამიკის მოდელი, დასაქმებულ ადამიანებს, ეფექტური საპენსიო გეგმების გათვლის საშუალებას მისცემს, ამბობს ლო. ასევე, მაგალითისთვის, ადაპტური ბაზრის თეორია, საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ "რობომრჩეველები", ან კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც შეუძლია გაიანგარიშოს და მართოს ადამიანების მოკლე და გრძელვადიანი ფინანსური მიზნები, ან/და, საჭიროების შემთხვევაში, გაგვაფრთხილოს, როდესაც შექმნილი ვითარების გამო, გარკვეული მიზნების მიღწევა შეუძლებელი გახდება.
წარმოვიდგინოთ, რომ სხვადასხვა სახის კაპიტალდაბანდებები და ინვესტიციები, უცხო კუნძულზე მოხვედრილი ახალი სახეობის ცოცხალი ორგანიზმებია. რომელი მათგანი მოახერხებს უკეთეს ადაპტაციას? რა არის ამ შემთხვევაში ეკოსისტემაში ინტეგრაციის მიზანი? "თუკი მე ვცდილობ, რომ დავიცვა ახლადაღმოჩენილი კუნძლი და შევინარჩუნო სტაბილური ეკოსისტემა, რა სახის კანონმდებლობა ან რა ტიპის ინტერვენციაა საჭირო სტაბილურობის შესანარჩუნებლად?" კითხულობს იგი. "თუკი მიზანი ზრდისა და ინოვაციების ხელშეწყობაშია, მაშინ ვალდებულებების აღება და აუცილებელი კანონზომიერების დაცვაც მოგვიწევს."
კომენტარები