100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მარიკა ლორთქიფანიძე 1922 წლის 28 აგვისტოს ბათუმში დაიბადა. სხვადასხვა დროს მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ქართველი ისტორიკოსი, ივ. ჯავახიშვილის (1976), ნ. ბერძენიშვილის (1980) სახელობის და საქართველოს სახელმწიფო (1982) პრემიების ლაურეატია. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა (ABI) მიანიჭა "მეორე ათასწლეულის ღირსების მედალი 2000".