გაუმჭვირვალე შესყიდვები და სხვა პრობლემები პირველი არხის საქმიანობაში - TI-ის კვლევა
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის კვლევის მიხედვით, მაუწყბელობის შესახებ კანონში დამტკიცებული ცვლილებები არხზე უარყოფითად აისახება:
"ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი კონტენტთან დაკავშირებულ შესყიდვებზე აღარ გავრცელდება, რაც ზრდის კორუფციის რისკს".
ასევე, მაუწყებელზე გაიზარდა სარეკლამო დრო და სპონსორობის განთავსების შესაძლებლობა. TI-ს თქმით, მაუწყებელს ბიუჯეტიდან ზრდადი და სტაბილური შემოსავალი აქვს და მისი მწირე სარეკლამო ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვნად დააზარალებს კერძო ტელევიზიებს.
კვლევაში ნათქვამია, რომ მაუწყებლის გარკვეული შესყიდვები კითხვის ნიშნებს ბადებს. მათ ყურადღება გოგა ხაინდრავას კომპანიის შესყიდვებზე გააკეთეს:
"გოგა ხაინდრავა ყოფილ პრემიერ მინისტთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია - მისმა კომპანიამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის დაკვეთით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ სერიალი ჰეროკრატია გადაიღო. ასევე, პრობლემურია ბერა ივანიშვილის კომპანიის მიერ მოგებული განათების ტენდერი (რომლის დირექტორიც გოგა ხაინდრავაა)".
ტენდერი ამჟამად შეწყვეტილია, ხოლო განათების ტექნიკა ივანიშვილმა მაუწყებელს საჩუქრად გადასცა.
TI-ს განმარტებით, მაუწყებელში დასაქმების პოლიტიკა გაუმჭვირვალეა. საზოგადოებრივ მაუწყებელში ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის GDS-ის თანამშრომლები აქტიურად დასაქმდნენ, როგორც წამყვანი მენეჯერის, ასევე ჟურნალისტების პოზიციებზე.
კვლევაში, ასევე, ნათქვამია, რომ ნდობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ არის კრიტიკულად დაბალი, მათ შორის ბოლო პერიოდში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის, საკადრო გადაწყვეტილებებისა და კონკურსების გაუმჭვირვალედ ჩატარების გამო:
"ახალი მენეჯმენტის პირობებში გაძლიერდა ეჭვები, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხელისუფლებისა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების ზეგავლენის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით".
ორგანიზაციის თქმით, გადაცემების ნაწილის შეჩერება და ეთერში ამ დრომდე არგაშვება, შესაძლოა, არღვევდეს კანონს, რომელიც მაუწყებელს ავალდებულებს შეასრულოს სამეურვეო საბჭოს მიერ შემუშავებული პროგრამული პრიორიტეტები. აღნიშნული პრიორიტეტები მოიცავს მაუწყებელზე ჟურნალისტური გამოძიების, კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი გადაცემების არსებობას.
TI-ს განმარტებით, პროგრამული პრიორიტეტების შესრულების კონტროლი სამეურვეო საბჭოს ვალდებულებაა, თუმცა, საბჭო სათანადოდ არ რეაგირებს პრიორიტეტების შეუსრულებლობის საკითხებსა და მაუწყებელში მიმდინარე სხვა საკამათო რეფორმებთან დაკავშირებით.
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები