რამდენიმე რჩევა დამწყები მოთხილამურეებისთვის
მთის კურორტები საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება, სულ უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს მათ სეზონურად, მითუმეტეს, ახლა უკვე მეტი არჩევანია - საქართველოში ოთხი მთის კურორტი ფუნქციონირებს (ბაკურიანი, გუდაური, მესტია და გოდერძი), კარგად მოწყობილი ინფრასტრუქტურით. ბევრისთვის ყოველწლიურად მთის კურორტებზე გასვლა და თხილამურებით სრიალი მრავალწლიანი ტრადიციაა, ბევრი ოჯახი შვილებს ბავშვობიდანვე ასწავლის თხილამურებზე დგომას... თუმცა, არიან ადამიანები, რომელთაც "დააგვიანდათ" ამ სასიამოვნო საქმიანობის დაწყება და უკვე ზრდასრულ ასაკში სურთ მისი შესწავლა. სწორედ მათთვისაა გათვალისწინებული რამდენიმე პრაქტიკული რჩევა:
სპეციალური ეკიპირება
თხილამურებით სრიალის სწავლა შეუძლებელია სპეციალური ეკიპირების გარეშე - თავად თხილამურები, ჯოხები, კოსტიუმი (შარვალი და ქურთუკი), ხელთათმანები, სათხილამურო ფეხსაცმელი, ე.წ. ბატინკები, ჩაფხუტი და სპეციალური დამცავი სათვალე და ნიღაბი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მთაში მზეზე ადვილად შეიძლება მიიღოთ სახის კანის დამწვრობა, ამიტომ საჭიროა, სპეციალური დამცავი საცხი გამოიყენოთ.
სათხილამურო ეკიპირება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ეს ნუ შეგაშინებთ - შეგიძლიათ რამდენჯერმე იაფად შეიძინოთ მეორადი მოხმარების, მაგრამ კარგ მდგომარეობაში შენახული აღჭურვილობა სპეციალურ ინტერნეტგვერდზე. ასევე საკმაოდ აპრობირებულია ეკიპირების ქირაობა - არჩევანი დიდია მსურველის სქესისა და ზომის შესაბამისად.
დიდი ფიზიკური ძალისხმევა
თუ თხილამურებზე სრიალის სწავლის გადაწყვეტილება მიიღეთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს საკმაოდ დიდ ფიზიკურ ძალისხმევას საჭიროებს - განსაკუთრებით დიდი დატვირთვა მოდის კიდურებზე, პირველ რიგში ფეხებზე, ასევე ხელებსა და მუცლის პრესზე. ამიტომ ვიდრე ზამთრის კურორტს ეწვევით, კარგ ფიზიკურ ფორმაზე იზრუნეთ და ივარჯიშეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ის სიამოვნება, რომელიც თხილამურებზე დგომამ უნდა მოგანიჭოთ, კუნთების ძლიერმა ტკივილმა შეცვალოს, აღარაფერს ვამბობთ, რომ კარგი ფიზიკური ფორმის გარეშე ძალიან მალე დაიღლებით.
ემოციური ფონი
ვარჯიშის დაწყებამდე მნიშვნელოვანია სწორი ემოციური ფონის შექმნა. ბევრისთვის თხილამურებზე დგომა-სრიალი გარკვეულ ფსიქოლოგიურ ბარიერს უკავშირდება - ეშინიათ დაცემის, მოტეხილობების, ზოგს კიდევ იმის, რომ სრიალის სწავლა მისთვის, შესაძლოა, დაუძლეველი ამოცანა აღმოჩნდეს. შეგვიძლია დაგამშვიდოთ - სწორი აღჭურვილობის შემთხვევაში დამწყებისთვის ფიზიკური დაზიანების რისკი მცირეა, მართალია, ხშირად წაიქცევით, თავსაც დაარტყამთ, მაგრამ იმ ტრასისა და სიჩქარის გათვალისწინებით, რომელსაც დამწყები იყენებს, სანერვიულო არაფერი გაქვთ.
რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ბარიერს, რომ თხილამურებით სრიალს ვერ დაძლევთ - გარწმუნეთ, დაუძლეველი არაფერია, მითუმეტეს, რომ თუ ზრდასრულ ასაკში დაიწყეთ სწავლა, შესაბამისად, არც ოლიმპიურ ჩემპიონობაზე უნდა გქონდეთ პრეტენზია, მოყვარულის დონეზე კი ნამდვილად აითვისებთ! ასე რომ, გირჩევთ, ეს ყველაფერი გაიხსენოთ, დამშვიდდეთ და სწავლა სწორი ფსიქოლოგიური განწყობით დაიწყოთ.
ისწავლეთ პროფესიონალის დახმარებით
თხილამურებით სრიალის სასწავლად მიმართეთ პროფესიონალს! ეს, შესაძლოა, დამწყებთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა აღმოჩნდეს. ნუ მიანდობთ საკუთარ თავს ოჯახის წევრებს და ახლობელ-მეგობრებს, თუ, რა თქმა უნდა, ისინი გამოცდილი, პროფესიონალი მოთხილამურეები არ არიან. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც, სასურველია, მასწავლებელი თქვენთვის უცხო ადამიანი იყოს, რომლისთვისაც სწავლება პროფესიაა და არა თავის მოწონების საშუალება და რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნებს სიმშვიდეს და ობიექტურობას. მართალია, ეს დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ გვენდეთ, ამით თქვენი ნერვებიც დაიზოგება და თქვენი ახლობლებისაც და რაც მთავარია, სრიალისთვის საჭირო სწორ უნარ-ჩვევებს შეიძენთ.
მოთმინება, მონდომება და დრო
როგორც ყველაფერს, სრიალის სწავლასაც საკმაოდ ხანგრძლივი პრაქტიკა სჭირდება. ნუ იქნებით სულსწრაფები - თავიდანვე შეეგუეთ იმ აზრს, რომ ვერც ერთ და ვერც რამდენიმე დღეში სრიალს ვერ ისწავლით. როგორც ყველაფერს, თხილამურებით სრიალის სწავლასაც მოთმინება, მონდომება და დრო სჭირდება. რამდენიმე გაკვეთილი შესაძლოა, მხოლოდ სწორად დგომის, კორპუსის სწორად დაჭერისა და ბალანსის შენარჩუნების შესასწავლად დაგჭირდეთ. ნუ დაკარგავთ მოთმინებას - შედეგს აუცილებლად მიიღებთ, მართალია, ამისთვის შესაძლოა, რამდენიმე კვირა და მთის კურორტზე რამდენჯერმე ასვლა დაგჭირდეთ, მაგრამ მიზანი ამად ნამდვილად ღირს - გახსოვდეთ, რომ წინ დიდი სიამოვნება გელით.
დაიწყეთ მცირე მანძილით
ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებულები და თავიდანვე ნუ შეეჭიდებით რთულ ტრასებს. უნდა დაიწყოთ მცირე მანძილზე და რაც მთავარია, მცირე სირთულის, ე.წ. მწვანე (BEGINNER) ტრასაზე, რომლის დახრილობაც 15 პროცენტია. ასეთი ტრასები საქართველოს მთის ყველა კურორტზე გვაქვს, ასე რომ, არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. შესაძლოა, თქვენი მეგობრები გაცილებით რთულ ტრასებზე სრიალებენ, მაგრამ გვერწმუნეთ, არ ღირს შესაბამისი ცოდნის და პრაქტიკის გარეშე მათთან ერთად რთულ ტრასასთან შეჭიდება - ელემენტარულად, ეს სახიფათოა და შესაძლოა, დამწყებისთვის სავალალოდ დასრულდეს! ტრასების სირთულე ეტაპობრივად გაზარდეთ - "მწვანეს" შემდეგ შეგიძლიათ "ლურჯ" (INTERMEDIATE) ტრასაზე გადაინაცვლოთ (დახრილობა 25 პროცენტი). რაც შეეხება ე.წ. წითელ (ADVANCED, დახრილობა 40 პროცენტი) და მითუმეტეს, "შავ" (EXSPERT- 40 პროცეენტის ზევით) ტრასებს, გირჩევთ, მათი დალაშქვრა მომავალი სეზონებისთვის გადადოთ!
კურორტის სტუმრობის დრო
სწორად შეარჩიეთ მთის კურორტის სტუმრობის დრო (თუ, რა თქმა უნდა, სრიალის სასწავლად მიბრძანდებით და არა უბრალოდ, დასასვენებლად). ეცადეთ, კურორტს იმ პერიოდში ეწვიოთ, როცა შედარებით ნაკლები დამსვენებელი იქნება და დამწყებთათვის განკუთვნილი ტრასებიც ნაკლებად დატვირთული. მართალია, ბოლო წლებში ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ მეტ-ნაკლებად მაინც შესაძლებელი - ეცადეთ, კურორტზე ვიზიტი არ დაამთხვიოთ სასკოლო არდადეგებს ან დღესასწაულების პერიოდს. ეს საშუალებას მოგცემთ, მეტი დრო და ენერგია დაუთმოთ სწავლის პროცესს, მშვიდი ატმოსფერო სწავლაზე მეტად კონცენტრირებაში დაგეხმარებათ, ნაკლებ დატვირთულ ტრასაზე კი ტრავმების რისკიც ნაკლებია.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ რჩევების, რომლებიც სასურველია, რომ ყველა დამწყებმა მოთხილამურემ გაითვალისწინოს. რა თქმა უნდა, სწავლის პროცესში კიდევ არაერთი საინტერესო და გასათვალისწინებელი დეტალი გამოიკვეთება, პრაქტიკა თავადაც ბევრს გასწავლით, თუმცა, ვფიქრობთ, საწყისი ეტაპისთვის ეს რჩევებიც საკმაოდ დაგეხმარებათ... წარმატებულ გაკვეთილებს და სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები