სანდრა რულოვსი

9 Dec. 2017, 17:23

ახლა, როცა ჩემი მეუღლე [მიხეილ სააკაშვილი] დაკავებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ, რომ დავიცვათ მისი იდეალები...

როგორც გაირკვა, უკრაინის პრეზიდენტი და მისი კაბინეტის წევრები არ აღმოჩნდნენ მზად საჭირო რეფორმების გასატარებლად და ქვეყანაში მოდებულ კორუფციის წინააღმდეგ რეალური ბრძოლისთვის. მიშა სწრაფად უახლოვდებოდა მათ ბიზნეს ინტერესებს და მათ მრავალმილიარდიან იმპერიებს. შესაბამისად, მას ებრძოდნენ და მის ინიციატივებს ბლოკავდნენ. როცა მან ოპოზიციური პარტია ჩამოაყალიბა, უკრაინის პრეზიდენტმა მიშას იმ მომენტისთვის მისი ერთადერთი - უკრაინული - მოქალაქეობა წაართვა.

ამჟამად ჩვენ მოწმენი ვართ უკრაინის ხელისუფლების უაღრესად ლაჩრული საქციელისა: მოქალაქეობაჩამორთმეული პირის დაკავება შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე, რომელთა ერთადერთი მიზანი მისი გაჩუმებაა. ეს ვერ იმუშავებს. უკრაინელები საერთაშორისო მხარდაჭერით აუცილებლად დაადასტურებენ, რომ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ამგვარი მოპყრობა უკანონო და მიუღებელია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  2. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  3. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  4. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
  5. მთავრობის პროპაგანდისტი: ჩემი ადგილი ევროპაშია, მაგრამ ევროპა ჩემთვის ევროკავშირი არ არის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ