თბილისის მე-18 საერთშორისო კინოფესტივალი დღეს იწყება
დღს, 4 დეკემბერს 19:00 საათზე კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი უნგრელი რეჟისორის ილდიკო ენიედის ფილმით სულისა და სხეულის შესახებ ჩვენებით გაიხსნება. ფილმი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს - ოქროს დათვის მფლობელი გახდა. ფილმმა ასევე გაიმარჯვა სიდნეის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში. ამას გარდა, სულისა და სხეულის შესახებ უნგრეთის სახელით ევროპული კინოაკადემიის ჯილდოსა და ოსკარზეა წარდგენილი, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციის მოსაპოვებლად.
სწორედ უნგრეთი არის ფესტივალის წლევანდელი "ქვეყანა ფოკუსში". კინოფესტივალზე წარმოდგენილი უნგრული ფილმების რეტროსპექტივა კი უნგრეთის კულტურის დღეების ნაწილია, რომელიც ამ დღეებში თბილისში ტარდება.
კინოფესტივალის გახსნას დაესწრება უნგრეთის კულტურის მინისტრი, პიტერ ჰოპალი, უნგრეთის პირველი ლედი და დელეგაცია 32 კაციანი შემადგენლობით. ასევე მრავალრიცხოვანი იქნება კანადისა და ბელგიის წარმომადგენლობა. კინოფესტივალის გახსნას დაესწრებიან ასევე 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ქართველი და უცხოელი კინემატოგრაფისტები.
ყოველ წელს ფესტივალი ირჩევს აქტუალურ სოციო-კულტურულ თუ პოლიტიკურ პრობლემას. 2016 წელს ეს პოლიტიკა იყო, 2017 წელი კი ხელოვნებას დაეთმობა. სპეციალური კინოჩვენებების გარდა, საფესტივალო დღეებში მთავარ თემას კინოთეატრი ამირანის ინტერიერიც აითვისებს და ის ერთგვარ საგამოფენო დარბაზად მოგვევლინება. სპეციალური მოწვევით თანამედროვე ხელოვნების ახალი პლატფორმა ორ საინტერესო ინსტალაციას შემოგვთავაზებს: კოკა რამიშვილის თითქმის კლასიკად ქცეული ვიდეო "სიგნალი" და გიო სუმბაძის "ყავა" პირდაპირ კინოდარბაზში მოახდენს ინტერვენციას.
თბილისის კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობს ევროპელი კინორეჟისორების ათი სრულმეტრაჟიანი სადებიუტო მხატვრული ფილმი. ტრადიციულად საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესო რეჟისურა ვერცხლის პრომეთეებით დაჯილდოვდებიან. ამას გარდა, ფესტივალის საკონკურსო პროგრამისთვის ევროკავშირი საქართველოსთვის აწესებს სპეციალურ პრიზს, რომელიც ადამიანის უფლებების თემაზე გადაღბულ საუკეთესო ფილმს გადაეცემა.
საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს. ჟიურის თავმჯდომარეა ბრიტანელი რეჟისორი უბერტო პაზოლინი. ჟიურის წევრები იქნებიან ასევე ამერიკელი კინოკრიტიკოსი, სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი მარინა აჯაჯა, სერბი რეჟისორი სრჯან დრაგოევიჩი, ფრანგი მსახიობი სტეფან რიდო და ქართველი ლიტერატურათმცოდნე და მსახიობი ლაშა ბაქრაძე.
წელს მეხუთედ გაიმართება ეროვნული კონკურსი, რომელიც ქართული პანორამის ფარგლებში ტარდება და სადაც, წელს უკვე მეორედ, გამოვლინდებიან გამარჯვებულები სამ ნომინაციაში: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ჟიურის წევრები კი გერმანელი კინომცოდნე და კრიტიკოსი ულრიხ და ერიკა გრეგორები და ბრიტანელი კინოკრიტიკოსი კარმენ გრეი იქნებიან.
მე-18 ფესტივალს სტუმრად ეწვევა კანადელი რეჟისორი დენი კოტე, რომლის სამ ფილმსაც ფესტივალის განმავლობაში შემოგთავაზებთ. ის ასევე ჩაატარებს მასტერკლასს და აუდიტორიას, კინორეჟისურაზე ესაუბრება. გახსნის ცერემონიაზე კი დენი კოტეს გადაეცემა საპატიო ოქროს პრომეთე. აღსანიშნავია, რომ კანადა წელს პირველად არის წარმოდგენილი ფესტივალზე თავისი მრავალრიცხოვანი ფილმებით.
თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალს 9 დეკემბერს 19:00 საათზე ქართველი რეჟისორის ზაზა ხალვაშის ფილმის ნამე პრემიერა დახურავს.
გაიგეთ მეტი: თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები