ალექსანდრე ლორთქიფანიძე

27 Nov. 2017, 15:45

ბოლო დროს სულ უფრო მეტად მიჭირს, ვილაპარაკო გენდერულ თანასწორობაზე, იმდენად მარტივ ჭეშმარიტებად მეჩვენება ეს. ჩვენ ხომ არასოდეს ვკამათობთ იმაზე, რომ 2+2=4.

ყოველთვის ვფიქრობდი, როგორი მამა ვიქნებოდი, მაგრამ როცა მამა გავხდი, უცებ მივხვდი, რომ ფიქრის დრო არაა... თითოეული წამი სავსეა შვილით, იმდენად მინდა ბედნიერი იყოს, ვცდილობ საუკეთესო მამა ვიყო, ასეთ დროს შეფასების დრო არ რჩება, ამიტომ არც კი ვიცი, როგორი მამა ვარ.

ოჯახში იმდენად აუცილებელია თანასწორობა, საქმეების განაწილება, ჰარმონია, ურთიერთპატივისცემა, რომ ამ ყველაფრის გარეშე ჩვენ უბრალოდ ვიტყუებით, ამ ყველაფრის გარეშე გვაქვს რაღაც ვალდებულებები, გაუცნობიერებელი პასუხისმგებლობები, მარწუხები, რომლებსაც ჩვენით ვირგებთ და გაუცნობიერებლად ძალადობრივი სივრცე.

რუბრიკას წარმოგიდგენთ კამპანია კაცები ზრუნავენ. კამპანია ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ამ რუბრიკით კამპანიის "კაცები ზრუნავენ" მონაწილეები უერთდებიან 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.საუბარში


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
  2. ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ
  3. ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით
  4. ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
  5. სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. ეს მოთხოვნა…