ალექსანდრე ლორთქიფანიძე

17 Apr. 2024, 19:22

ჩანასახშივე მკვდრადშობილია ეს კანონი და არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება. როგორც უნდა ეცადოთ ქვეყნის ინტერესად წარმოაჩინოთ, შეუძლებელია, ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც წაიკითხავს, ვერ დაინახოს ქვეყნის საწინააღმდეგო მოსალოდნელი შედეგები!

სახელი — არაერთი უმნიშვნელოვანესი საქმის გამკეთებელი ენჯეო და მედიაა, რომლებიც თავისი ხელით უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ძალის მსახურებად თურმე. ზუსტად მაგ გრანტებით მიმდინარეობს არაერთი კულტურული ძეგლის რესტავრაცია, სოფლის მეურნეობაში გლეხების გასაძლიერებელი პროექტები, გარემოს დაცვითი პროექტები, რა აღარ, უამრავი რამ, რაც სწორედ საქართველოს ინტერესებშია. ეგ ხალხი პატრიოტები არიან და არ დარეგისტრირდებიან უცხო ძალის გამტარებლებად.

საქმიანობა — ერთნაირად ეხება პოლიტიკურ პროპაგანდისტულ ორგანიზაციებსაც, ლობისტებსაც და ჩემ მიერ ზემოთ ნახსენებ ენჯეოებსაც.

ქვეყნები — ერთნაირად ეხება ევროკავშირსაც, რომელიც ჩვენს მომავალ ოჯახად გვესახება და რუსეთსაც, რომელიც დღემდე არ მალავს სურვილს, შეგვიერთოს რუსეთის იმპერიის საზღვრებში.

მოტივი — ვინმე ნ.-ის წერილი საკმარისია, რომ ამა თუ იმ ორგანიზაციის მონიტორინგი დაიწყოს. მონიტორინგი, მოგეხსენებათ, გულისხმობს გარკვეული დროით ორგანიზაციის პარალიზებას. ესაა უმძიმესი ბერკეტი ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ძალის ხელში.

საერთო აღშფოთება — თუ ვიძახით, რომ გვინდა დასავლურ სტრუქტურებში, ისინი გვეუბნებიან, მაგ კანონით ვერაო; ყველამ მკაფიო განცხადება გააკეთა, ყველა ევროპულმა სტრუქტურამ. აგერ უნგრეთის მაგალითი ავიღოთ, ორბანი ბევრად უფრო გავლენიანია, მაგრამ იქაც უკან წაღება მოუწიათ. მაშინ ღიად ვთქვათ, რომ არ გვინდა ევროპაში, კი ბატონო, შევიტანოთ აბა კანონმდებლობაში შესწორება, გვინდა? გვაწყობს? ქართული ინტერესია?

რატომ აკეთებთ ამას ახლა? რატომ იწვევთ ასეთ მღელვარებას და რატომ აპირისპირებთ ხალხს? ეს ქართული ინტერესია? ათასგვარი პროპაგანდისტული არხებით რომ ადამიანების სტიგმატიზებას ახდენთ, ქართული ინტერესია? მოწმენდილ ცაზე რომ ეს ავდარი ატეხეთ, ქართული ინტერესია?

დაუსვით ეს შეკითხვები საკუთარ თავსაც იმ ხალხმა, ვისაც "უბრალოდ გამჭვირვალობაა" გჯერათ და ამბობთ, რომ არცერთი არგუმენტი არ არსებობს კანონის საწინააღმდეგოდ. მინიმუმ 5 არგუმენტი აგერაა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი ქვეყანა პირველი ასოს მიხედვით
  2. ქვიზი: გამოიცანი ცნობილი მხატვრის შედევრია თუ არა
  3. ინტერნეტი კვლავ ტიმოთი შალამეზე ხორხოცებს — ნახეთ 10 ფოტო
  4. ქვიზი: რამდენად კარგად გასწავლა ინგლისური ფილმებმა და სიმღერებმა?
  5. "დედაჩემი 17 წლის იყო, საქართველოდან საბერძნეთში რომ ჩამოვიდა" — ევროვიზიის ბერძენი მონაწილე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"მჯერა, რომ მე მექნება კუბის აღების პატივი" — დონალდ ტრამპი კუბის "გათავისუფლებაზე" საუბრობს

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კუბა კოლაფსის პირასაა და შესაძლოა აშშ-მა ეს კუნძულოვანი სახელმწიფო "აიღოს". ამის…