კრემლის მედიააგენტები აშშ-ში და მოსკოვის საპასუხო სვლა
ფოტო: Reuters
შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, რუსეთის სამთავრობო მედიასაშუალება RT, იგივე რაშა თუდეი, ამერიკაში უცხო ქვეყნის აგენტად დარეგისტრირდა. უცხო ქვეყნის აგენტთა რეგისტრაციის კანონის (FARA) მიხედვით, რეგისტრაცია არხს მაუწყებლობას არ უკრძალავს და არ უზღუდავს, თუმცა ტელეარხს მოუწევს საჯაროდ განაცხადოს, რომ მას კრემლი აფინანსებს. RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა ორშაბათს ტვიტერზე განაცხადა, რომ სასამართლო ბრძოლის ნაცვლად, დარეგისტრირების გადაწყვეტილება მიიღეს.
"წარმოიდგინეთ, მედიაში მუშაობთ და გიწევთ, ყველაფერს "უცხო ქვეყნის აგენტი" დააწეროთ. რამდენად მისაღებია ეს მედიასაშუალებისთვის, ან მისი აუდიტორიისათვის? რამდენად მოსაწონია, პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო პირთა შესახებ ინფორმაციის გასარაჯოება?", - განაცხადა სიმონიანმა.
წარმოიდგინეთ, მედიაში მუშაობთ და გიწევთ, ყველაფერს "უცხო ქვეყნის აგენტი" დააწეროთ.
იუსტიციის დეპარტამენტმა RT-ის რეგისტრაციის ვადა 13 ნოემბრამდე მისცა. წინაღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივი პროცედურების ამოქმედებით დაემუქრა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჰეზერ ნაუერტმა განაცხადა, რომ ტელეარხის რეგისტრაცია საჭიროა მხოლოდ მაშინ, "როდესაც ორგანიზაცია თუ ცალკეული პირი პოლიტიკურ აქტივობაშია ჩართული". კრემლის მიერ დაფინანსებულ გამოცემას, ამერიკაში რეგისტრაცია არ სურდა, რადგან მოუწევს, ამერიკელი მაყურებლისათვის შექმნილ ყველა მედიაპროდუქტს დააწეროს, რომ ის უცხო ქვეყნის აგენტია.
"ვფიქრობ, RT-ს უცხო ქვეყნის აგენტად გამოცხადება დროთა განმავლობაში რუსეთის პროპაგანდული საქმიანობის დისკრედიტაციაში დაგვეხმარება. ზოგადად, პრობლემა, თუ როგორ გავუმკლავდეთ რუსულ დეზინფორმაციას, დიდი თემაა. რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის წყაროების, RT-ისა და სპუტნიკის გამოვლენა საქმის მხოლოდ ერთი ნაწილია", - ამბობს დენ ფრიდი.
ვფიქრობ RT-ს საგარეო აგენტად გამოცხადება დროთა განმავლობაში რუსეთის პროპაგანდული საქმიანობის დისკრედიტაციაში დაგვეხმარება.
ამერიკამ უცხო ქვეყნის აგენტთა რეგისტრაციის კანონი (FARA) 1938 წელს მიიღო. კანონი თავდაპირველად ნაცისტური პროპაგანდის გამოვლენას ისახავდა მიზნად. ცივი ომის პერიოდში აღნიშული კანონის მოთხოვნით, უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრირდებოდა საბჭოთა კავშირის სატელეგრაფო სააგენტოს (TACC) ნიუ-იორკის ბიურო, აგრეთვე საბჭოთა გამოცემები პრავდა და იზვესტია. საბჭოური მედიასაშუალებების მსგავსად, RT-ისაც 99 პროცენტით კრემლი აფინანსებს.
"RT აიძულეს, დარეგისტრირებულიყო უცხო ქვეყნის აგენტად. ვფიქრობ, ეს ცუდია. ჩვენ ამას არამეგობრულ ნაბიჯად განვიხილავთ. დღეს RT-ში ვიყავი და გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა ჩემი კოლეგებისა და მეგობრების მიმართ, ვინც იქ მუშაობს. ეს ადამიანები, სირთულეების მიუხედავად, მუშაობას აგრძელებენ და ამერიკელ ხალხს ალტერნატიულ ხედვას აცნობენ", - თქვა რუსეთის ელჩმა ვაშინგტონში ანატოლი ანტონოვმა.
რუსული საინფორმაციო საშუალებების ირგვლივ დებატები მას შემდეგ გამწვავდა, რაც იანვარში აშშ-ის დაზვერვამ დაასკვნა, რომ კრემლი RT-სა და სპუტნიკს ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა. მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ რეგისტრაცია პრობლემას ვერ გადაჭრის.
"რუსეთის ქმედებების გამეორება და ტელეარხების აკრძალვა არაფერს შეცვლის. ეს მხოლოდ ჩვენს სისუსტეს აჩვენებს. საჭიროა, შევინარჩუნოთ გამჭირვალობა და გავზარდოთ საკუთარი ღირებულებებისადმი ნდობა. რუსეთი ყოველთვის შეეცდება ჩვენი სისუსტის გამოყენებას. პირველ რიგში, საჭიროა ამ სისუსტეების აღმოფხვრა", - ამბობს არკადი ოსტროვსკი, ჟურნალ ეკონომისტის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულების რედაქტორი.
საპასუხო ნაბიჯი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის საპასუხო ნაბიჯებს განიხილავს, რაც, სავარაუდოდ, ამერიკის ხმისა და რადიო თავისუფლების ჟურნალისტების კიდევ უფრო შეზღუდვას გულისხმობს. 2014 წელს რუსეთმა ამერიკის ხმას რადიომაუწყებლობის ლიცენზია არ განუახლა. რადიო თავისუფლებას სულაც 2012 წლიდან შეეზღუდა რადიოგადაცემა. ხშირია ამ მედიასაშუალებებისა და სხვა უცხოელ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები.
ოთხშაბათს რუსეთის დუმამ ერთხმად მიიღო კანონი, რომელიც საერთაშორისო მედიასაშუალებებისაგან "უცხო ქვეყნის აგენტად" რეგისტრაციას ითხოვს. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლების სამ საინფორმაციო სააგენტოს გაფრთხილება უკვე გაუგზავნა, თუმცა მის წერილში მითითებული არ იყო, თუ რა შეზღუდვები უწესდება აღნიშნულ ორგანიზაციას. არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო ამნისტიამ დუმის ახალი კანონი მედიის თავისუფლებაზე "სერიოზული დარტყმად" შეაფასა. დუმამ, ასევე, დაამტკიცა ცვლილებები "მასმედიის შესახებ კანონში", რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს, "არასასურველი" ვებგვერდები სასამართლოს გარეშე დაბლოკოს.
ამერიკის ხმასა და რადიო თავისუფლებასთან ერთად ახალი კანონი CNN-სა და გერმანულ მაუწყებელ დოიჩე ველეს შეეხება. დუმის გადაწყვეტილების შემდეგ, კანონი განსახილველად ზედა პალატაში გადაიგზავნება, რის შემდეგაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს. კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვს ჯერჯერობით არ უთქვამს, რას აპირებს პრეზიდენტი პუტინი.
რუსეთში 2012 წლიდან "უცხო ქვეყნის აგენტის კანონი" მოქმედებს და ის არასამთავრობო ორგანიზაციებზე ვრცელდება. კრემლი მას ხშირად იყენებს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ხმების ჩასახშობად. იმ 148 ორგანიზაციიდან, რომელიც რუსეთმა ამ კანონით დაარეგისტრირა, 27 დაიხურა. ბევრი უცხოური ორგანიზაცია ქვეყნიდან გააძევეს. ჯერჯერობით უცნობია, ითვალისწინებს თუ არა ახალი კანონი უცხოური მედიასაშუალებების მაუწყებლობის აკრძალვას, დახურვას ან მათ ქვეყნიდან გაძევებას.
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან

კომენტარები