7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება
ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ცნობით,7-8 ოქტომბერს საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განხილვები და კენჭისყრა ჩატარდება.
განრიგის მიხედვით, 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით საღამოს 7 საათზე, ევროპარლამენტარები დებატებს გამართავენ. სესიის მთავარი თემა იქნება — "მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ".
ამავე საკითხზე მსჯელობის შემდგომ, ევროპული საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები რეზოლუციის პროექტს კენჭს მომდევნო დღეს, 8 ოქტომბერს უყრიან.
"ტვ პირველის" ცნობით, რეზოლუციის პროექტი ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) მოამზადა. დოკუმენტი კატეგორიულად გმობს საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აკრძალვის მცდელობებს და საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის დაუყოვნებლივ გამოხმობას ითხოვს. ამასთანავე, ტექსტში ხაზგასმულია ევროკავშირისადმი მოწოდება, რომ დაწესდეს მიზნობრივი სანქციები მმართველი გუნდის ლიდერების — ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ.
"მკაცრად გმობს საქართველოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და ითხოვს კონსტიტუციური სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას. ხაზს უსვამს, რომ ქმედითი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის შეუვალ ბურჯს წარმოადგენს და სასამართლო გზით ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება შეუთავსებელია დემოკრატიასთან.
წუხილს გამოთქვამს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების მუდმივ ნაკლებობაზე. კიდევ ერთხელ მოუწოდებს მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკურ დევნაზე, უპირველეს ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ", — წერია EPP-ის დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით პირველი სარჩელი 2025 წლის 31 ოქტომბერს იქნა შეტანილი. მაშინ საუბარი იყო 3 პარტიის აკრძალვაზე. ესენია: ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა (ენმ), კოალიცია ცვლილებისთვის (გვარამია, მელია, გირჩი, დროა), ძლიერი საქართველო — ლელო (ხალხისთვის, თავისუფლებისთვის).
სარჩელს 88 დეპუტატი აწერდა ხელს (ქართული ოცნება + ხალხის ძალა + ევროპელი სოციალისტები).
მეორე (განახლებული) სარჩელი: 2026 წლის 20-21 აპრილს შეიტანეს. ქართულმა ოცნებამ ძველი სარჩელი უკან გამოითხოვა და ახალი შეიტანა, სადაც იმავე სამ პარტიას დაემატა მეოთხე — ფედერალისტები (თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგა ბოკერია). მიზეზად დაასახელეს 2026 წლის 2 მარტს შექმნილი ოპოზიციური ალიანსი, რომელშიც 9 პარტია გაერთიანდა და ფედერალისტებმაც გაიზიარეს "არაკონსტიტუციური მიზნები".
ორივე შემთხვევაში, მცირე პარტიები (დროა, გირჩი-მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, რესპუბლიკური პარტია) სარჩელში მოხსენიებულია, მაგრამ მათი აკრძალვა ჯერჯერობით მოთხოვნილი არ არის "არსებითი გავლენის არქონის" გამო.
ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის, გახარია საქართველოსთვის აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმდინარე წლის 21 სექტემბერს მიმართა.
- გიორგი გახარია: აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ საქართველოს დემოკრატიის აღდგენისა და მისი ევროპული გზის დაცვაში
- "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
- ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
- შალვა პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ
- რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
- საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარტიების აკრძალვის სარჩელისთვის ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა
- შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ასაკრძალი პარტიების სიას "ფედერალისტებიც" დაემატება
- სალომე ზურაბიშვილი: პრემიერმინისტრი კობახიძე აანონსებს ახალ კანონებს, რომლებიც ბრალდებებს ახლად ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ პარტიებზეც ავრცელებს
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
-
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა
გადახედვა
-
ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა
გადახედვა
-
"ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე "ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე
გადახედვა
-
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა
გადახედვა
-
826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ 826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ
გადახედვა
-
ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
გადახედვა
-
მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ
გადახედვა
კომენტარები